თბილისის მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშე დარჩება

© press-service of Georgian Water and Powerკომპანია GWP-ს თანამშრომელი
კომპანია GWP-ს თანამშრომელი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
დაგეგმილი სამუშაოების გამო აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ნაძალადევის, გლდანისა და ჩუღურეთის რაიონებში მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება 23 ივნისის 22:00 საათიდან 25 ივნისის დილის 10:00 საათამდე. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, კომპანია ღრმაღელე–სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.
დაგეგმილი სამუშოების ფარგლებში მაგისტრალური ქსელის ახლად შეცვლილ მონაკვეთზე გადაერთებითი სამუშაობი ჩატარდება, ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, რაც წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გადაუდებელი სამუშაოები 23 ივნისს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0