https://sputnik-georgia.com/20220622/saqartvelos-prezidentma-mosmenebtan-dakavsirebul-kanonproeqts-veto-daado-267741807.html
საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებებს ზღუდავს. 22.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-22T19:02+0400
2022-06-22T19:02+0400
2022-06-22T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868196_239:384:2400:1600_1920x0_80_0_0_033a908b75121bbbb87f70df2ef53713.jpg
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების ხელმოწერაზე, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.პარლამენტმა ცვლილებები 7 ივნისს მიიღო. მოსმენა და ფარული თვალთვალი საქართველოში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. კანონპროექტის მიხედვით, სამთვიანი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შუამდგომლობა შეიძლება პროკურორმა დააყენოს. ვადის კიდევ სამი თვით გასაგრძელებლად საჭიროა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირის შუამდგომლობა, ხოლო კიდევ სამი თვით – გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.ექვსი თვე – ეს ის ვადაა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მისცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობების შესასრულებლად. საქართველო „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც ევროკომისიამ ჯერჯერობით არ გასცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.ცვლილებების მიხედვით, როდესაც საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს გამოძიებას დასჭირდება.გარდა ამისა, პირის ინფორმირების ვადა მასზე თვალთვალის ჩატარების შესახებ შეიძლება გადაიდოს შეუზღუდავი რაოდენობით, სანამ ეს საჭირო იქნება გამოძიებისთვის.რაც შეეხება ევროკომისიას, მან გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868196_728:346:2400:1600_1920x0_80_0_0_67a6226a589ad2207f2717607a9dbf32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსმენები კანონპროექტი ვეტო
საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსმენები კანონპროექტი ვეტო
საქართველოს პრეზიდენტმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო
19:02 22.06.2022 (განახლებულია: 22:47 22.06.2022) ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ადამიანის უფლებებს ზღუდავს.
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების ხელმოწერაზე, რაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
პარლამენტმა ცვლილებები 7 ივნისს მიიღო. მოსმენა და ფარული თვალთვალი საქართველოში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება განხორციელდეს. კანონპროექტის მიხედვით, სამთვიანი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შუამდგომლობა შეიძლება პროკურორმა დააყენოს. ვადის კიდევ სამი თვით გასაგრძელებლად საჭიროა პროკურატურის ზემდგომი თანამდებობის პირის შუამდგომლობა, ხოლო კიდევ სამი თვით – გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის შუამდგომლობა.
„ვიყენებ (ვეტოს) იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ. და ყოველე კანონს, რომელიც ამ ექვს თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ექვსი თვე – ეს ის ვადაა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს მისცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობების შესასრულებლად. საქართველო „ასოცირებული ტრიოს“ ერთადერთი ქვეყანაა, რომლისთვისაც ევროკომისიამ ჯერჯერობით არ გასცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია.
„დღეს ვიყენებ ვეტოს კანონპროექტზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და, ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცვლილებების მიხედვით, როდესაც საქმე ეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, არაადამიანური მოპყრობა, თანამდებობრივი დანაშაული, კიბერდანაშაული, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს გამოძიებას დასჭირდება.
გარდა ამისა, პირის ინფორმირების ვადა მასზე თვალთვალის ჩატარების შესახებ შეიძლება გადაიდოს შეუზღუდავი რაოდენობით, სანამ ეს საჭირო იქნება გამოძიებისთვის.
რაც შეეხება ევროკომისიას, მან გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება. ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.