საია ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს გაასაჩივრებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს მკვლევართა მუზეუმში დაშვებაზე უარის თქმის უფლებამოსილებას ანიჭებს.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნებათმცოდნე ეკატერინე კიკნაძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური საჩივარი შეიტანა.
სადავო ნორმა განსაზღვრავს ეროვნულ მუზეუმში მკვლევართა დაშვების წესს. კერძოდ, ეროვნული მუზეუმის სამუზეუმო ფონდებით დაინტერესებული პირები შეიძლება იქნენ დაშვებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად მუზეუმის დირექციის გადაწყვეტილებით, რაზეც აუცილებლად უნდა ეცნობოს სამინისტროს.
სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ანიჭებს მკვლევართა მუზეუმში დაშვების გადაწყვეტის უფლებამოსილებას, თუმცა არ განსაზღვრავს, რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
მსგავსი სახელმძღვანელო კრიტერიუმები არ არის განსაზღვრული არც სხვა საკანონმდებლო აქტებით. ასოციაციის აზრით, ასეთ შემთხვევაში დირექტორატის უფლებამოსილება არის შეუზღუდავი, რაც წარმოშობს მკვლევარების წინააღმდეგ მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.
ამის საფუძველზე ასოციაცია ითხოვს გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება.
ყველა ახალი ამბავი
0