https://sputnik-georgia.com/20220622/nini-nebieridze-temur-ugulava-267729463.html
ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა დაშორდნენ - ნახეთ ვის ხვდება მილიონერი
ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა დაშორდნენ - ნახეთ ვის ხვდება მილიონერი
Sputnik საქართველო
ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბიზნესმენ თემურ უგულავას ცხოვრებაში ახალი საყვარელი ქალი გამოჩნდა. 22.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-22T16:01+0400
2022-06-22T16:01+0400
2022-06-22T21:22+0400
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24852/71/248527119_0:0:1080:608_1920x0_80_0_0_ed0457f8e48bc8c2d24249e660048775.jpg
ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბიზნესმენ თემურ უგულავას ცხოვრებაში ახალი საყვარელი ქალი გამოჩნდა.„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოდელ ნინი ნებიერიძესთან დაშორების შემდეგ თემურ უგულავა ნატო ჯაფარიძესთან ერთადაა და ცნობილმა ბიზნესმენმა საყვარელ ქალს სიურპრიზი მოუწყო – დაბადების დღე ულამაზეს გარემოში გადაუხადა. ნატო ჯაფარიძის დაბადების დღის წვეულება ბიზნესმენმა კახეთში, საგარეჯოში ვიწრო წრეში მოაწყო.ცნობილია, რომ ნატო ჯაფარიძე საყვარელი მამაკაცის კუთვნილ კომპანია „აჭარა ჯგუფის“ ადმინისტრაციაში მუშაობს.ბიზნესმენი 19 წლის ნინი უგულავაზე 2015 წელს დაქორწინდა. თემურისთვის ეს მესამე ქორწინება იყო. პირველ მეუღლეს, თეო ფერაძეს წლების წინ დაშორდა და მასთან ორი შვილი ჰყავს. მეორე მეუღლე ბიზნესმენი ბაია დავითაია იყო. მასთან დაშორების შემდეგ უგულავა გულშემატკივრებმა არაერთ ცნობილ სახესთან დააწყვილეს.როდესაც პირველად თემურსა და ნინის შესახებ გაჩნდა ჭორები, ბევრი ნინისაც დანარჩენი ორი ცოლის ბედს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ მოდელმა მოახერხა და საყვარელ ადამიანზე მალევე დაქორწინდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მილიონერ უგულავას ქორწინებამდე მიყვანა ადვილი არ აღმოჩნდა. შვილების გაჩენის და რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ახლა ნინი შვილების აღზრდით და საკუთარ თავზე მუშაობით არის დაკავებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24852/71/248527119_74:0:890:612_1920x0_80_0_0_68ca8d3e75f658695e5a8946140dded7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბიზნესმენ თემურ უგულავას ცხოვრებაში ახალი საყვარელი ქალი გამოჩნდა.
„ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოდელ ნინი ნებიერიძესთან დაშორების შემდეგ თემურ უგულავა ნატო ჯაფარიძესთან ერთადაა და ცნობილმა ბიზნესმენმა საყვარელ ქალს სიურპრიზი მოუწყო – დაბადების დღე ულამაზეს გარემოში გადაუხადა. ნატო ჯაფარიძის დაბადების დღის წვეულება ბიზნესმენმა კახეთში, საგარეჯოში ვიწრო წრეში მოაწყო.
ცნობილია, რომ ნატო ჯაფარიძე საყვარელი მამაკაცის კუთვნილ კომპანია „აჭარა ჯგუფის“ ადმინისტრაციაში მუშაობს.
ბიზნესმენი 19 წლის ნინი უგულავაზე 2015 წელს დაქორწინდა. თემურისთვის ეს მესამე ქორწინება იყო. პირველ მეუღლეს, თეო ფერაძეს წლების წინ დაშორდა და მასთან ორი შვილი ჰყავს. მეორე მეუღლე ბიზნესმენი ბაია დავითაია იყო. მასთან დაშორების შემდეგ უგულავა გულშემატკივრებმა არაერთ ცნობილ სახესთან დააწყვილეს.
როდესაც პირველად თემურსა და ნინის შესახებ გაჩნდა ჭორები, ბევრი ნინისაც დანარჩენი ორი ცოლის ბედს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ მოდელმა მოახერხა და საყვარელ ადამიანზე მალევე დაქორწინდა. თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მილიონერ უგულავას ქორწინებამდე მიყვანა ადვილი არ აღმოჩნდა.
შვილების გაჩენის და რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ახლა ნინი შვილების აღზრდით და საკუთარ თავზე მუშაობით არის დაკავებული.