მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ახალი რეკორდი - მეთევზემ გიგანტური სკაროსი დაიჭირა: ვიდეო

© Pixabay / joakantსკაროსი
სკაროსი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. კამბოჯაში მეთევზემ მსოფლიოში ყველაზე დიდი დარეგისტრირებული თევზი — გიგანტური სკაროსი დაიჭირა, რომლის წყლიდან ამოყვანას ათზე მეტი ადამიანი ცდილობდა, იუწყება გაზეთი New York Post.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის მოულ ტუნის მიერ დაჭერილი სკაროსის წონა 300 კილოგრამია, ხოლო სიგრძე — დაახლოებით 4 მეტრი. მანამდე რეკორდი მეკონგის გიგანტურ ლოქოს ეკუთვნოდა, რომლის წონაც 293 კგ იყო.
მეთევზემ უჩვეულო ნადავლის შესახებ კვლევით ცენტრს აცნობა. მეცნიერები რამდენიმე სააათში გამოცხადდნენ ადგილზე და გაოგნებული დარჩნენ სკაროსის ხილვით.

„გიგანტური სკაროსი ძალიან ცუდად შესწავლილი თევზია. მისი დასახელება, სამეცნიერო დასახელებაც კი ბოლო 20 წლის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა. ის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გვხვდება, მაგრამ მის შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ჩვენ არ ვიცით მისი სიცოცხლის ისტორია. ჩვენ არაფერი ვიცით მის ეკოლოგიაზე, მისი მიგრაციის ხასიათზე“, — განაცხადა კამბოჯისა და აშშ-ის ერთობლივი კვლევითი პროექტის Wonders of the Mekong („მეკონგის საოცრებები“) ხელმძღვანელმა ზებ ჰოგანმა.

როგორც მკვლევარები ამბობენ, ეს მეოთხე გიგანტური სკაროსია, რომელიც ბოლო ორ თვეში დარეგისტრირდა ერთსა და იმავე რაიონში. ყველა მათგანი მდედრი იყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს ადგილი შესაძლოა ამ სახეობის თევზის ქვირითისთვის „ცხელი წერტილი“ იყოს.
აღსანიშნავია, რომ რეკორდსმენი ნადავლი ისევ მდინარეში გაუშვეს, თუმცა მეთევზე მოულ ტუნიმ კომპენსაცია მაინც მიიღო — მას 600 დოლარი გადაუხადეს.
წყარო: New York Post
ყველა ახალი ამბავი
0