https://sputnik-georgia.com/20220622/gaxrwnili-xorcis-saqme-saxlis-mepatrone-mezoblebs-sasamartlosi-ucivlebs-267745180.html
გახრწნილი ხორცის საქმე - სახლის მეპატრონე მეზობლებს სასამართლოში უჩივლებს
გახრწნილი ხორცის საქმე - სახლის მეპატრონე მეზობლებს სასამართლოში უჩივლებს
Sputnik საქართველო
შსს-მ „სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის“ მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა
2022-06-22T20:54+0400
2022-06-22T20:54+0400
2022-06-22T23:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23947/19/239471952_0:68:1296:797_1920x0_80_0_0_96bd41f7b6ecababc78fa5fddf17df88.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისში მცხოვრები ექიმი, რომლის ბინიდანაც პოლიციამ გაურკვეველი წარმომავლობის რამდენიმე კილოგრამი გახრწნილი ხორცი ამოიღო, აპირებს სასამართლოში უჩივლოს მეზობლებს ტყუილისთვის, იუწყება ტელეარხი „იმედი“.პოლიცია სანზონაში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მობინადრეებმა 19 ივნისს გამოიძახეს გაუსაძლისი სუნის გამო, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აწუხებდათ. მოქმედი ექიმ-თერაპევტის ბინაში პოლიციას დახვდა დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი, ფეკალიებით და სისხლის მაგვარი სითხით სავსე კონტეინერები.მისი სიტყვებით, მეზობლების მონაყოლი იმაზე, რომ ბინაში ბევრი ხორცი იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება. „რომ ამბობენ, დიდი რაოდენობაო, არ ვიცი, დიდ რაოდენობაში რა იგულისხმება. მაქსიმუმ 5-დან 7 კილომდე იქნებოდა. ეს ნებისმიერ სახლში შეიძლება იყოს“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ გაფუჭებული ხორცის გადაყრა ვერ მოასწრო.ტელეარხ „იმედის“ ინფორმაციით, უკვე ცნობილია ამოღებული ხორცის ექსპერტიზის პასუხი. ის ეკუთვნის რქოსან პირუტყვს. როგორც მასმედია იუწყება, ქალი, რომლის ბინაშიც გახრწნილი ხორცი იპოვეს, განაგრძობს მუშაობას მუხიანის რაიონის ერთ-ერთ კლინიკაში.მძაფრი უსიამოვნო სუნი ქალმა გაფუჭებული მაცივრითა და კანალიზაციით ახსნა. ამასთან, გახრწნილი ხორცის აღმოჩენის დღიდან მედიასაშუალებების ნაწილი არც იმას გამორიცხავდა, რომ საქმე ეხებოდა კანიბალიზმს.საქართველოს შსს-ში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის“ მუხლით.წყარო - ტელეკომპანია „იმედი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23947/19/239471952_72:0:1224:864_1920x0_80_0_0_8d81a2d3155926f8c021287c07c213b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახრწნილი ხორცი საქმე სახლის მეპატრონე ექიმი-თერაპევტი მეზობლები სასამართლო სარჩელი
გახრწნილი ხორცი საქმე სახლის მეპატრონე ექიმი-თერაპევტი მეზობლები სასამართლო სარჩელი
გახრწნილი ხორცის საქმე - სახლის მეპატრონე მეზობლებს სასამართლოში უჩივლებს
20:54 22.06.2022 (განახლებულია: 23:24 22.06.2022) შსს-მ სისხლის სამართლის საქმე „სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის“ მუხლით აღძრა.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. თბილისში მცხოვრები ექიმი, რომლის ბინიდანაც პოლიციამ გაურკვეველი წარმომავლობის რამდენიმე კილოგრამი გახრწნილი ხორცი ამოიღო, აპირებს სასამართლოში უჩივლოს მეზობლებს ტყუილისთვის, იუწყება ტელეარხი „იმედი“.
პოლიცია სანზონაში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის მობინადრეებმა 19 ივნისს გამოიძახეს გაუსაძლისი სუნის გამო, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აწუხებდათ. მოქმედი ექიმ-თერაპევტის ბინაში პოლიციას დახვდა დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი, ფეკალიებით და სისხლის მაგვარი სითხით სავსე კონტეინერები.
„ნამდვილად ვიცი, რა მქონდა მაცივარში და გამოძიება ყველაფერს იტყვის. ყველაფერი, რასაც აცხადებენ, ცილისწამებაა“, – აღნიშნა ქალმა.
მისი სიტყვებით, მეზობლების მონაყოლი იმაზე, რომ ბინაში ბევრი ხორცი იყო, სინამდვილეს არ შეესაბამება. „რომ ამბობენ, დიდი რაოდენობაო, არ ვიცი, დიდ რაოდენობაში რა იგულისხმება. მაქსიმუმ 5-დან 7 კილომდე იქნებოდა. ეს ნებისმიერ სახლში შეიძლება იყოს“, – თქვა მან და აღნიშნა, რომ გაფუჭებული ხორცის გადაყრა ვერ მოასწრო.
ტელეარხ „იმედის“ ინფორმაციით, უკვე ცნობილია ამოღებული ხორცის ექსპერტიზის პასუხი. ის ეკუთვნის რქოსან პირუტყვს. როგორც მასმედია იუწყება, ქალი, რომლის ბინაშიც გახრწნილი ხორცი იპოვეს, განაგრძობს მუშაობას მუხიანის რაიონის ერთ-ერთ კლინიკაში.
მძაფრი უსიამოვნო სუნი ქალმა გაფუჭებული მაცივრითა და კანალიზაციით ახსნა. ამასთან, გახრწნილი ხორცის აღმოჩენის დღიდან მედიასაშუალებების ნაწილი არც იმას გამორიცხავდა, რომ საქმე ეხებოდა კანიბალიზმს.
საქართველოს შსს-ში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის“ მუხლით.