მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მიჩვევა რომ არ გამოიწვიოს: FDA სიგარეტში ნიკოტინის დონის შემცირებას გეგმავს

FDA - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. აშშ-ის სურსათისა და წამლების კონტროლის სააგენტომ (FDA) ჩარჩო გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც სიგარეტსა და თამბაქოს სხვა ნაწარმზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლისკენაა მიმართული.
როგორც FDA აღნიშნავს, მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 480.000 ადამიანი იღუპება მოწევით გამოწვეული დაავადებებით, ხოლო ეკონომიკა 300 მილიარდი დოლარის ზარალს განიცდის ასეთი დაავადებების მკურნალობისა და პროდუქტიულობის შემცირების გამო.
„მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინი არ არის ის ნივთიერება, რომელიც სიგარეტს თავისთავად ხდის ტოქსიკურს, ეს არის ინგრედიენტი, რომლის გამოც მოწევაზე უარის თქმა ძნელია“, — ნათქვამია განცხადებაში.
FDA-ში განმარტავენ, რომ მწეველთა ნახევარზე მეტი ყოველწლიურად სერიოზულად ცდილობს მოწევის მიტოვებას (თუნდაც ერთი დღით), მაგრამ მათი უმეტესობა ამას მიჩვევის გამო ვერ ახერხებს, რასაც ნიკოტინი იწვევს.
შესაბამისად, შეთავაზებული სტანდარტი, რომელიც დეტალურად დამუშავდება, თამბაქოს პროდუქციაზე დამოკიდებულებას მინიმუმამდე დაიყვანს.

„ნიკოტინი ძლიერ მიჩვევას იწვევს. <...> სიგარეტსა და თამბაქოს სხვა პროდუქტებში ნიკოტინის დონის მინიმუმამდე დაყვანა შეამცირებს შეჩვევის ხარისხს და ასევე იმის ალბათობას, რომ ახალგაზრდები დამოკიდებული გახდებიან სიგარეტზე. ეს ასევე დაეხმარება მწეველებს, თავი დაანებონ მოწევას“, — აცხადებს FDA-ს კომისარი, მედიცინის დოქტორი რობერტ კალიფი.

FDA 2023 წლის მაისისთვის აპირებს საჯარო განხილვებისთვის გამოაქვეყნოს ეტაპობრივი პროგრამა სიგარეტში ნიკოტინის შემცირების შესახებ. დაგეგმილი დონის უფრო ზუსტი პარამეტრები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სააგენტო მხოლოდ იმას განმარტავს, რომ სურს ნიკოტინის შემცველობა იმ დონემდე შეამციროს, რომელიც, „თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შესაბამისად, მინიმალურად იწვევს შეჩვევას“.
წყარო: FDA
ყველა ახალი ამბავი
0