https://sputnik-georgia.com/20220622/evropasi-arsad-ar-aris-aseti-ekonomikuri-zrda-premieri-267749393.html
„ევროპაში არსად არ არის მსგავსი ეკონომიკური ზრდა“ - პრემიერი
„ევროპაში არსად არ არის მსგავსი ეკონომიკური ზრდა“ - პრემიერი
Sputnik საქართველო
ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის 14,4%-იანი ზრდაა, განაცხადა ღარიბაშვილმა
2022-06-22T23:03+0400
2022-06-22T23:03+0400
2022-06-22T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261644572_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_eead3a83bac170e24c35cc98854ff95d.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორიც საქართველოშია, ევროპაში არსად არ არის და ეს ჩვენი ძალისხმევით მოხერხდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.ბოლო დროს საერთაშორისო ინსტიტუტები აფიქსირებენ ინფლაციის მაღალ დონეს და მსოფლიო ეკონომიკის დაცემას. მიზეზად უკრაინაში განვითარებული მოვლენები და სანქციების ეფექტი სახელდება.მისი თქმით, ინფლაციის დონე მთელ მსოფლიოში რეკორდულია, საქართველო კი გამონაკლისი გახდა, რადგან 12-13%-იანი ინფლაციის დონის შენარჩუნებას ახერხებს.„ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა ამერიკაში და ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთში. თურქეთში 73%-იანი ინფლაციაა, მოლდოვაში – 27% და ჩვენ ამ დროს 12-13%-იანი ინფლაციის დონის შენარჩუნებას ვახერხებთ, თან ეკონომიკის ორნიშნიანი ზრდის პირობებში და ასეთი ოპოზიციის პირობებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 13,3% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. რეგულატორის განცხადებით, მაღალი ინფლაციის მიზეზია სანქციების ეფექტი და პროდუქციის მიწოდების პრობლემები, რამაც მთელ მსოფლიოში სურსათის გაძვირება გამოიწვია, ეს კი საქართველოზეც აისახა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261644572_190:177:1092:853_1920x0_80_0_0_ce9f4fd0253582dcebddf849f0925745.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროპა საქართველო ეკონომიკა ზრდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
ევროპა საქართველო ეკონომიკა ზრდა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი
„ევროპაში არსად არ არის მსგავსი ეკონომიკური ზრდა“ - პრემიერი
23:03 22.06.2022 (განახლებულია: 23:42 22.06.2022) ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის 14,4%-იანი ზრდაა, განაცხადა ღარიბაშვილმა.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ისეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორიც საქართველოშია, ევროპაში არსად არ არის და ეს ჩვენი ძალისხმევით მოხერხდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო დროს საერთაშორისო ინსტიტუტები აფიქსირებენ ინფლაციის მაღალ დონეს და მსოფლიო ეკონომიკის დაცემას. მიზეზად უკრაინაში განვითარებული მოვლენები და სანქციების ეფექტი სახელდება.
„ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება. არ ავყევით ამათ [ოპოზიცია] მავნებლურ პროვოკაციებს, არც მათ განზრახვებს, მათი პარტნიორების – უკრაინელების მოწოდებას და სურვილებს, რომ აქ მეორე ფრონტი და მეორე მარიუპოლი მოეწყოთ. ეს ყველაფერი ავირიდეთ თავიდან. ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და 14%-იანი ეკონომიკური ზრდა. არსად არ არის მსგავსი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ინფლაციის დონე მთელ მსოფლიოში რეკორდულია, საქართველო კი გამონაკლისი გახდა, რადგან 12-13%-იანი ინფლაციის დონის შენარჩუნებას ახერხებს.
„ინფლაცია ისტორიულ მაქსიმუმზეა ამერიკაში და ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთში. თურქეთში 73%-იანი ინფლაციაა, მოლდოვაში – 27% და ჩვენ ამ დროს 12-13%-იანი ინფლაციის დონის შენარჩუნებას ვახერხებთ, თან ეკონომიკის ორნიშნიანი ზრდის პირობებში და ასეთი ოპოზიციის პირობებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 13,3% შეადგინა. მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3%-ია. რეგულატორის განცხადებით, მაღალი ინფლაციის მიზეზია სანქციების ეფექტი და პროდუქციის მიწოდების პრობლემები, რამაც მთელ მსოფლიოში სურსათის გაძვირება გამოიწვია, ეს კი საქართველოზეც აისახა.