ლონდონმა რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა: ეუთოს ასამბლეა მათ გარეშე გაიმართება

© photo: Sputnik / Viktor Tolochko
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა უარი უთხრა რუსეთის დელეგაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობისთვის საჭირო ვიზებზე, განაცხადა ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმირ ჯაბაროვმა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერალური კრების მუდმივი დელეგაციის ყველა წევრი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაშია, რუსეთის ფედერაციის საბჭომ დროულად მიმართა ასამბლეის ხელმძღვანელობას და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეემუშავებინათ და გადაეჭრათ ბრიტანეთის მიერ რუსი დეპუტატებისთვის ქვეყანაში შესასვლელი ვიზების გაცემის საკითხი.

„ჩვენ მივიღეთ არსებითად აღმაშფოთებელი პასუხი, რომ ბრიტანეთის მთავრობას არ შეუძლია ვიზების გაცემა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის, რა მიზნითაც არ უნდა შედიოდნენ ისინი ქვეყანაში“, — თქვა ჯაბაროვმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 29-ე ყოველწლიური სესია 2-6 ივლისს დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში გაიმართება.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებას დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა მკაცრი სამქციებით უპასუხეს. ამ დროისათვის უკვე მიღებულია სანქციების ექვსი პაკეტი, რომლებშიც რუსეთის არაერთი მოქალაქე - პოლიტიკოსები, ბიზნესმენები თუ საზოგადო მოღვაწეები შედიან.
ყველა ახალი ამბავი
0