https://sputnik-georgia.com/20220622/es-istoriuli-werilia-eqs-prezidentma-evrokavsiris-qveynebis-liderebs-mimarta-267742995.html
„ეს ისტორიული წერილია“ - ექს-პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მიმართა
„ეს ისტორიული წერილია“ - ექს-პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მიმართა
Sputnik საქართველო
წერილს ხელი მოაწერეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, რომლებიც თანამდებობებს 2016 წლამდე იკავებდნენ
2022-06-22T19:41+0400
2022-06-22T19:41+0400
2022-06-22T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/11/252349075_0:106:1280:826_1920x0_80_0_0_d3f29a11523c969d40a449f1639d2501.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს გადასცა წერილი ევროკავშირის 27 ლიდერისადმი – ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით.ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის სამიტზე 24 ივნისს მიიღებს.მარგველაშვილის მიერ მომზადებულ წერილს ხელს აწერენ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც უმაღლეს თანამდებობებს იკავებდნენ 2016 წლამდე. მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ყოფილი სპიკერები აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.რაც შეეხება მესამე შესაძლებლობას, მარგველაშვილის თქმით, ეს არის პოლიტპატიმრების – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება.მან აღნიშნა, რომ წერილზე ხელი არ მოუწერიათ მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს.„პრეზიდენტისგან ვიღაცამ გამომიგზავნა პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ასეთი წერილი უკვე გაგზავნა. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ისტორიული წერილია, სადაც ყველა ერთად მოვაწერდით ხელს – ჩვენი ყველას ბედზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი და მისი ისტორიული პერსპექტივა", – განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, გაუხსნას საქართველოს „ევროპული პერსპექტივა", უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/11/252349075_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_7cea5fcc0f63eb1799b661331910eb60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
წერილი ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირი ქვეყნები ლიდერები მიმართვა თხოვნა
წერილი ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირი ქვეყნები ლიდერები მიმართვა თხოვნა
„ეს ისტორიული წერილია“ - ექს-პრეზიდენტმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს მიმართა
19:41 22.06.2022 (განახლებულია: 23:02 22.06.2022) წერილს ხელი მოაწერეს ყოფილმა უმაღლესმა პირებმა, რომლებიც თანამდებობებს 2016 წლამდე იკავებდნენ.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს გადასცა წერილი ევროკავშირის 27 ლიდერისადმი – ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თხოვნით.
ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის სამიტზე 24 ივნისს მიიღებს.
„მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით. პირველი იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინწინ ზეაღმატებული ფორმით. მეორე იყო ამ წერილზე პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის მიერ მომზადებულ წერილს ხელს აწერენ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც უმაღლეს თანამდებობებს იკავებდნენ 2016 წლამდე. მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პარლამენტის ყოფილი სპიკერები აკაკი ასათიანი, ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი.
რაც შეეხება მესამე შესაძლებლობას, მარგველაშვილის თქმით, ეს არის პოლიტპატიმრების – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლება.
„კიდევ სამი დღეა 24 რიცხვამდე. თუ სააკაშვილს გაუშვებენ სამკურნალოდ და გვარამიას გამოუშვებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. მე არ ვიცი, მანქანის არასწორ მოხმარებაზე გვარამიას საპყრობილეში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ წერილზე ხელი არ მოუწერიათ მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს.
„პრეზიდენტისგან ვიღაცამ გამომიგზავნა პოზიცია, რომ პრეზიდენტმა ასეთი წერილი უკვე გაგზავნა. თუმცა მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ისტორიული წერილია, სადაც ყველა ერთად მოვაწერდით ხელს – ჩვენი ყველას ბედზე უფრო მნიშვნელოვანი საქართველოს მომავალი და მისი ისტორიული პერსპექტივა", – განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა.
ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, გაუხსნას საქართველოს „ევროპული პერსპექტივა", უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
ევროკომისიამ საქართველოსთვის 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ა.შ.