https://sputnik-georgia.com/20220622/dazustda-pirveli-kvartlis-ekonomikuri-zrdis-macvenebeli-267714473.html
დაზუსტდა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის მაჩვენებელი
დაზუსტდა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის მაჩვენებელი
Sputnik საქართველო
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. 22.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-22T11:13+0400
2022-06-22T11:13+0400
2022-06-22T17:52+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896748_0:69:3078:1800_1920x0_80_0_0_9f66aaa279b865ed5509b7d93a3f16a4.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,4% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის წინასწარი მონაცემი ასევე 14,4% იყო.დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2022 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის მოცულობამ 14,6 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 8,7% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.249,9 დოლარს შეადგენდა (ერთი წლის წინ – 929,7 დოლარს).ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდებაყველაზე მეტი ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალში აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262896748_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_2d865ca65150a8934b2b1be1d096a05d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები
დაზუსტდა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის მაჩვენებელი
11:13 22.06.2022 (განახლებულია: 17:52 22.06.2022) მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობას და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,4% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პირველ კვარტალში ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლის წინასწარი მონაცემი ასევე 14,4% იყო.
დაზუსტებული მონაცემებით, მიმდინარე ფასებში 2022 წლის პირველ კვარტალში მშპ-ის მოცულობამ 14,6 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დეფლატორმა 8,7% შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1.249,9 დოლარს შეადგენდა (ერთი წლის წინ – 929,7 დოლარს).
ეკონომიკის რომელი სფეროები იზრდება
ყველაზე მეტი ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალში აჩვენა დასვენებისა და გართობის, განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, კომუნალური მომსახურების სფეროებმა.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 2022 წლის პირველ კვარტალში, რომლებსაც ყველაზე მაღალი ზრდა აქვთ
ეკონომიკის სფერო | ზრდა % |
განთავსებისა და კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა | 70,3 |
ელექტრო- და გაზმომარაგება | 54,7 |
დასვენება და გართობა | 47,9 |
ტრანსპორტი და დასაწყობება | 29,4 |
ადმინისტრაციული საქმიანობა | 29,1 |
მშპ-ის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აქვს შემდეგ სფეროებს: ვაჭრობას, გადამამუშავებელ მრეწველობასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ოპერაციებს.
ეკონომიკის სფეროების ტოპ-5 მშპ-ის სტრუქტურაში I კვარტალში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით
ეკონომიკის სფერო | ხვედრითი წონა მშპ-ში % |
ვაჭრობა | 14,8 |
გადამამუშავებელი მრეწველობა | 12,0 |
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები | 10,1 |
სახელმწიფო მართვა | 7,3 |
მშენებლობა | 7,1 |