https://sputnik-georgia.com/20220622/cogburti-elaterine-gorgoze-uimbldoni-267717966.html
პირველად კარიერაში - ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
პირველად კარიერაში - ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
Sputnik საქართველო
ეკატერინე გორგოძე დიდი სლემის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე გავიდა. 22.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-22T12:32+0400
2022-06-22T12:32+0400
2022-06-22T18:31+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0d/250329520_0:30:2048:1182_1920x0_80_0_0_54a7d546301bb27cea1535fda5c8f03f.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს, რაც მის კარიერაში პირველი შემთხვევაა.უიმბლდონზე სულ 128 ჩოგბურთელი იასპარეზებს, აქედან ძირითად ბადეში 112 მოთამაშე რეიტინგიდან შეირჩა, ხოლო დანარჩენი 16 ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გაირკვევა.აღსანიშნავია, რომ 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში სწორედ 112-ე ადგილს იკავებს და დიდი სლემის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე იასპარეზებს.უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადე წარმატებით დაიწყო 24 წლის მარიამ ბოლქვაძემ (189). მან პირველ წრეში ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი ალისია პარკსი ანგარიშით 6:1, 6:2. ბოლქვაძე მეორე წრეში დღეს ხორვატ იანა ფეტს დაუპირისპირდება.ჩოგბურთი: ეკატერინე გორგოძემ WTA-ს რეიტინგში პირადი რეკორდი დაამყარა>>უნდა აღინიშნოს, რომ გორგოძეს უიმბლდონზე 2019 და 2021 წლებშიც უთამაშია, თუმცა, კვალიფიკაციის მეორე წრეს ვერ გასცდა. ეკატერინეს დიდ სლემებზე საუკეთესო შედეგი საფრანგეთის ღია პირველობაზე აქვს დაფიქსირებული. გასულ წელს როლან გაროსზე გორგოძემ მექსიკელ რენატა ზარაზუას, ბულგარელ ელიცა კოსტოვასა და ესპანელ ნურია პარიზას დიაზს აჯობა, ძირითად ბადეში კი დანიელ კლარა ტაუსონთან დამარცხდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0d/250329520_90:0:1959:1402_1920x0_80_0_0_29978931ec050c8188481d2a5e608d9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
პირველად კარიერაში - ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
12:32 22.06.2022 (განახლებულია: 18:31 22.06.2022) ეკატერინე გორგოძე დიდი სლემის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე გავიდა.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს, რაც მის კარიერაში პირველი შემთხვევაა.
უიმბლდონზე სულ 128 ჩოგბურთელი იასპარეზებს, აქედან ძირითად ბადეში 112 მოთამაშე რეიტინგიდან შეირჩა, ხოლო დანარჩენი 16 ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გაირკვევა.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში სწორედ 112-ე ადგილს იკავებს და დიდი სლემის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე იასპარეზებს.
უიმბლდონის ტურნირის საკვალიფიკაციო ბადე წარმატებით დაიწყო 24 წლის მარიამ ბოლქვაძემ (189). მან პირველ წრეში ორ სეტში დაამარცხა ამერიკელი ალისია პარკსი ანგარიშით 6:1, 6:2. ბოლქვაძე მეორე წრეში დღეს ხორვატ იანა ფეტს დაუპირისპირდება.
უნდა აღინიშნოს, რომ გორგოძეს უიმბლდონზე 2019 და 2021 წლებშიც უთამაშია, თუმცა, კვალიფიკაციის მეორე წრეს ვერ გასცდა.
ეკატერინეს დიდ სლემებზე საუკეთესო შედეგი საფრანგეთის ღია პირველობაზე აქვს დაფიქსირებული. გასულ წელს როლან გაროსზე გორგოძემ მექსიკელ რენატა ზარაზუას, ბულგარელ ელიცა კოსტოვასა და ესპანელ ნურია პარიზას დიაზს აჯობა, ძირითად ბადეში კი დანიელ კლარა ტაუსონთან დამარცხდა.