https://sputnik-georgia.com/20220621/zaxarova-lietuva-kaliningradi-267675477.html
ზახაროვა: ლიეტუვამ კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის შედეგები უნდა გააცნობიეროს
ზახაროვა: ლიეტუვამ კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის შედეგები უნდა გააცნობიეროს
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ლიტვის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის შედეგების სერიოზულობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა... 21.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-21T12:37+0400
2022-06-21T12:37+0400
2023-07-20T15:45+0400
რუსეთი
პოლიტიკა
ლიეტუვა
ეკონომიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260335262_777:373:3147:1706_1920x0_80_0_0_3e05f6278200f330fe3626de694e8a70.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ლიტვის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის შედეგების სერიოზულობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.ამასთან მან არ დააკონკრეტა, როგორი შეიძლება იყოს მოსკოვის პასუხი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთმა ასეთ ქმედებებს მტრული უწოდა, მაშინ „საუბრის დრო აღარ არის“.ლიეტუვამ 18 ივნისს თავისი რკინიგზით იმ რუსული საქონლის ტრანსპორტირება აკრძალა, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება. როგორც კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, შეზღუდვები შეიძლება შეეხოს რეგიონში შეტანილი და ექსპორტირებული საქონლის 40-50%-ს.კრემლმა ლიეტუვის გადაწყვეტილებას „ყველაფრის დარღვევა“ უწოდა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენე დაიბარა და პროტესტი გამოუცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ აკრძალვა ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ და მისი ხელმძღვანელობით დაწესდა.
ლიეტუვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260335262_725:342:2995:2045_1920x0_80_0_0_1a9d298f1b1bbf1cf163d66398540cb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, ლიეტუვა , ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, პოლიტიკა, ლიეტუვა , ეკონომიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ზახაროვა: ლიეტუვამ კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის შედეგები უნდა გააცნობიეროს
12:37 21.06.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ლიტვის ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს კალინინგრადში ტრანზიტის შეზღუდვის შედეგების სერიოზულობა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ამასთან მან არ დააკონკრეტა, როგორი შეიძლება იყოს მოსკოვის პასუხი, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ თუ რუსეთმა ასეთ ქმედებებს მტრული უწოდა, მაშინ „საუბრის დრო აღარ არის“.
„მეჩვენება, რომ მათ უნდა გაიგონ მთავარი: როდესაც რუსეთი სხვა ქვეყნის მიმართ წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც მის ქმედებებს ღიად მტრულად ახასიათებს, აქ უკვე აღარ არის ლაპარაკისა და რაღაც ფორმულების ძიების დრო, რაც სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს პრობლემა არ არსებობს“, — აღნიშნა ზახაროვამ.
ლიეტუვამ 18 ივნისს თავისი რკინიგზით იმ რუსული საქონლის ტრანსპორტირება აკრძალა, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარება. როგორც კალინინგრადის ოლქის გუბერნატორმა ანტონ ალიხანოვმა განაცხადა, შეზღუდვები შეიძლება შეეხოს რეგიონში შეტანილი და ექსპორტირებული საქონლის 40-50%-ს.
კრემლმა ლიეტუვის გადაწყვეტილებას „ყველაფრის დარღვევა“ უწოდა, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიეტუვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ვირჯინია უმბრასენე დაიბარა და პროტესტი გამოუცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ აკრძალვა ევროკომისიასთან კონსულტაციების შემდეგ და მისი ხელმძღვანელობით დაწესდა.