მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ძლიერი ხანძარი აშშ-ში: ჰოლივუდის ბორცვებს ცეცხლი უკიდია - ვიდეო

© AP Photo
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. შეერთებულ შტატებში, კოიოტის კანიონის რაიონში ჰოლივუდის ბორცვები იწვის, იუწყება მასმედია.
კონკრეტულად რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი 20 ივნისს დაიწყო, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:30 საათზე.
ჟურნალისტი მალიკ ერნესტი „ტვიტერზე“ წერს, რომ ცეცხლი ჰოლივუდის ნიშანთან ახლოს მძვინვარებს.

„ლოს-ანჯელესში ჰოლივუდის ბორცვებზე ხანძარმა, სულ მცირე, ორი აკრი ფართობი დაწვა AVA Toluca Hills-ის აპარტამენტებთან და ჰოლივუდის ცნობილ ნიშანთან ახლოს“, — წერს ერნესტი.

ABC7-ის ცნობით, ხანძრის ჩაქრობაში 70-ზე მეტი მეხანძრე და 4 ვერტმფრენი მონაწილეობს.
მეხანძრეების თქმით, ახლო ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ ბრძანება არ მიუღიათ.
ყველა ახალი ამბავი
0