მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია“: ტეხასელმა რესპუბლიკელებმა რეზოლუცია მიიღეს

© AP Photo / Patrick Semanskyჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ტეხასის რესპუბლიკურმა პარტიამ ოფიციალურად უარყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და მიიღო რეზოლუცია აშშ-ის ხუთ შტატში არჩევნების შედეგების გაყალბების შესახებ, იუწყება CBS News.
რეზოლუციაში ჯო ბაიდენი მოხსენიებულია როგორც „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“.

„ჩვენ უარვყოფთ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დამოწმებულ შედეგებს და მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ჯოზეფ რობინეტ ბაიდენი-უმცროსი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული შეერთებული შტატების ხალხის მიერ“, — ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, ხუთ შტატში ჩატარებულმა არჩევნებმა დაარღვია კონსტიტუციის პირველი და მეორე მუხლები, რადგან „სხვადასხვა სახელმწიფო მდივნებმა არჩევნების დროს უკანონოდ აუარეს გვერდი თავიანთი შტატების საკანონმდებლო კრებებს სხვადასხვა გზით, მათ შორის ბიულეტენების 2020 წლის 3 ნოემბრის შემდეგ მიღებაზე ნებართვის გაცემით“.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დონალდ ტრამპმა და მისმა მომხრეებმა არაერთხელ გააპროტესტეს, თუმცა ვერც ხმების გადათვლამ და ვერც სასამართლოში შეტანილმა სარჩელებმა არჩევნების შედეგები ვერ შეცვალა.
წყარო: CBS News
ყველა ახალი ამბავი
0