https://sputnik-georgia.com/20220621/tbilissi-studenturi-filmebis-festivali-ixsneba-267675311.html
თბილისში დღეს სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება
თბილისში დღეს სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება
Sputnik საქართველო
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში გამართული საკონკურსო კინოპროგრამის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება. 21.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-21T12:23+0400
2022-06-21T12:23+0400
2022-06-21T17:25+0400
კულტურა საქართველოში
განათლება საქართველოში
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/15/240881583_0:158:1920:1238_1920x0_80_0_0_d9512b7207422eb8250b5873826eb573.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 21-დან 27 ივნისის პერიოდში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.კინოფესტივალი საზეიმოდ დღეს, 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში" გაიხსნება ლევან ერისთავისა და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო".ფესტივალს უმასპინძლებს მისი ოფიციალური პარტნიორი – კინოთეატრი „ამირანი", სადაც საკონკურსო პროგრამას დიდ ეკრანზე უჩვენებენ.კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 27 ივნისს „ამირანში" გაიმართება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში: საუკეთესო ანიმაციური ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი, გრან-პრი.ფესტივალის ფარგლებში გაიმართება უკრაინული სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სპეციალური ჩვენებაც.თბილისი საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს უმასპინძლებს>>ფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე დასწრების მსურველები საფესტივალო ბილეთების შეძენას შეძლებენ ვებ-გვერდზე - www.kinoafisha.ge, ხოლო სტუდენტებისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი" – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი, რომელიც 25, 26 და 27 ივნისს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში ჩატარდება.ფესტივალს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ მხარდაჭერით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24088/15/240881583_30:0:1891:1396_1920x0_80_0_0_1dc444435df0423f0cd59fc8f55fdd76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, განათლება საქართველოში , თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება
კულტურა საქართველოში, განათლება საქართველოში , თბილისის მერია, თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება
თბილისში დღეს სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება
12:23 21.06.2022 (განახლებულია: 17:25 21.06.2022) სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში გამართული საკონკურსო კინოპროგრამის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში" გაიმართება.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი 21-დან 27 ივნისის პერიოდში ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კინოფესტივალი საზეიმოდ დღეს, 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში" გაიხსნება ლევან ერისთავისა და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო".
ფესტივალს უმასპინძლებს მისი ოფიციალური პარტნიორი – კინოთეატრი „ამირანი", სადაც საკონკურსო პროგრამას დიდ ეკრანზე უჩვენებენ.
კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.
ფესტივალის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 27 ივნისს „ამირანში" გაიმართება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში: საუკეთესო ანიმაციური ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, ჟიურის სპეციალური აღნიშვნის დიპლომი, გრან-პრი.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება უკრაინული სტუდენტური ფილმების არასაკონკურსო სპეციალური ჩვენებაც.
ფესტივალის საკონკურსო პროგრამაზე დასწრების მსურველები საფესტივალო ბილეთების შეძენას შეძლებენ ვებ-გვერდზე - www.kinoafisha.ge, ხოლო სტუდენტებისთვის ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
სტუდენტური კინოფესტივალის ფარგლებში, გარდა საკონკურსო კინოჩვენებებისა, დაგეგმილია ინდუსტრიული პროექტი „ფიჩინგ ფორუმი" – პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის ვორქშოფი და ფორუმი, რომელიც 25, 26 და 27 ივნისს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში ჩატარდება.
ფესტივალს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ მხარდაჭერით.