https://sputnik-georgia.com/20220621/sirnaris-muzeumsi-afxazi-mxatvris-gamofena-gaixsna-267693600.html
სიღნაღის მუზეუმში აფხაზი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
სიღნაღის მუზეუმში აფხაზი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ექსპოზიცია სიყვარულსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება. 21.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-21T17:44+0400
2022-06-21T17:44+0400
2022-06-21T22:06+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/17/240141730_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_67a22d48b48654d4a835c9b9da45e54c.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. აფხაზი მხატვრისა და დიზაინერის ნიკა (ნიკოლაი) ემუხვარის ნახატების გამოფენა სახელწოდებით Сара Бара Бзиа Бзбои („მიყვარხარ") სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში იმართება.ნიჭიერი აბსტრაქციონისტი მხატვრის პერსონალური გამოფენა სიყვარულის თემით არის გამსჭვალული, ის ასევე ეძღვნება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას. ექსპოზიციაზე სტუმრებს მხატვრის 30 ნახატის ნახვა შეუძლიათ.„პირველი გზავნილი, რაც ჩემს ნახატებშია, არის ღია გონება და სიყვარული. მინდა ადამიანებმა იგრძნონ ეს – სიყვარული სამყაროში, სიყვარული ხალხის და, პირველ რიგში, ჩვენს ოჯახებში. ყველგან. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ! ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", – ამბობს მხატვარი.ემუხვარის გამოფენის გარდა, სიღნაღის მუზეუმში ასევე იგეგმება მასტერ-კლასები მხატვრის მონაწილეობით ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის. თავად ექსპოზიცია 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.ნიკა ემუხვარი ახალგაზრდა მხატვარი და არქიტექტორია. წარმოშობით სოხუმიდან არის. ემუხვარმა განათლება მოსკოვში მიიღო, 2004 წელს ჩაირიცხა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში (МАРХИ).ამის შემდეგ ნიკა მოსკოვის სახელმწიფო სარესტავრაციო არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი თბილისში ჩამოვიდა, სადაც ასევე პროფესიით განაგრძო მუშაობა.თუმცა 2014 წელს ნიკა ემუხვარმა მიატოვა არქიტექტურული კარიერა და ტორონტოში (კანადა) გადავიდა, სადაც სამშენებლო ბიზნესით და დიზაინერული პროექტების შექმნით დაკავდა.რამდენიმე წლის შემდეგ ემუხვარი ისევ დაუბრუნდა მხატვრობას. დღეს მისი ნახატები კანადის, რუსეთის, ჰოლანდიის, საქართველოს, საბერძნეთისა და ისრაელის კერძო კოლექციებშია.„აბსტრაქცია, უპირველეს ყოვლისა, ჩანაფიქრია, უფრო სწორად, საკუთარი ჩანაფიქრის ტილოზე გადატანის უნარი, – თქვა მხატვარმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. – ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავღვაროთ საღებავი და მივიღოთ კარგი შედეგი. უკეთეს შემთხვევაში ეს იქნება ლამაზი ლაქა, რომლის უკანაც არაფერი დგას. აბსტრაქცია ეს ფერწერაა, სადაც ჩვენი გრძნობები და ემოციები პოზირებს“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24014/17/240141730_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_cb752738a89f06456df969e9312734b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
სიღნაღის მუზეუმში აფხაზი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
17:44 21.06.2022 (განახლებულია: 22:06 21.06.2022) ექსპოზიცია სიყვარულსა და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ეძღვნება.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. აფხაზი მხატვრისა და დიზაინერის ნიკა (ნიკოლაი) ემუხვარის ნახატების გამოფენა სახელწოდებით Сара Бара Бзиа Бзбои („მიყვარხარ") სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში იმართება.
ნიჭიერი აბსტრაქციონისტი მხატვრის პერსონალური გამოფენა სიყვარულის თემით არის გამსჭვალული, ის ასევე ეძღვნება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემას. ექსპოზიციაზე სტუმრებს მხატვრის 30 ნახატის ნახვა შეუძლიათ.
„პირველი გზავნილი, რაც ჩემს ნახატებშია, არის ღია გონება და სიყვარული. მინდა ადამიანებმა იგრძნონ ეს – სიყვარული სამყაროში, სიყვარული ხალხის და, პირველ რიგში, ჩვენს ოჯახებში. ყველგან. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ! ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთმანეთის, ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", – ამბობს მხატვარი.
ემუხვარის გამოფენის გარდა, სიღნაღის მუზეუმში ასევე იგეგმება მასტერ-კლასები მხატვრის მონაწილეობით ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის. თავად ექსპოზიცია 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
ნიკა ემუხვარი ახალგაზრდა მხატვარი და არქიტექტორია. წარმოშობით სოხუმიდან არის. ემუხვარმა განათლება მოსკოვში მიიღო, 2004 წელს ჩაირიცხა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში (МАРХИ).
ამის შემდეგ ნიკა მოსკოვის სახელმწიფო სარესტავრაციო არქიტექტურულ სახელოსნოში არქიტექტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი თბილისში ჩამოვიდა, სადაც ასევე პროფესიით განაგრძო მუშაობა.
თუმცა 2014 წელს ნიკა ემუხვარმა მიატოვა არქიტექტურული კარიერა და ტორონტოში (კანადა) გადავიდა, სადაც სამშენებლო ბიზნესით და დიზაინერული პროექტების შექმნით დაკავდა.
რამდენიმე წლის შემდეგ ემუხვარი ისევ დაუბრუნდა მხატვრობას. დღეს მისი ნახატები კანადის, რუსეთის, ჰოლანდიის, საქართველოს, საბერძნეთისა და ისრაელის კერძო კოლექციებშია.
„აბსტრაქცია, უპირველეს ყოვლისა, ჩანაფიქრია, უფრო სწორად, საკუთარი ჩანაფიქრის ტილოზე გადატანის უნარი, – თქვა მხატვარმა თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. – ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავღვაროთ საღებავი და მივიღოთ კარგი შედეგი. უკეთეს შემთხვევაში ეს იქნება ლამაზი ლაქა, რომლის უკანაც არაფერი დგას. აბსტრაქცია ეს ფერწერაა, სადაც ჩვენი გრძნობები და ემოციები პოზირებს“.