საქართველო რუსეთს სანქციებს ვერ დაუწესებს - ღარიბაშვილი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
საქართველო ერთადერთი ქვეყანა არაა, რომელმაც უარი თქვა რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველო რუსეთს ვერ დაუწესებს ეკონომიკურ სანქციებს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების გამოწვევების გამო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას.
საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მოვლენების გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა. ამავე დროს საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს.

„მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენ, ქართველები ეროვნულ, ეკონომიკურ სანქციებს ვერ დავუწესებთ რუსეთს ძალიან ბუნებრივი მიზეზის გამო – რადგან ჩვენი ეროვნული ინტერესები გაგვაჩნია. ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევები, ეკონომიკური გამოწვევები. ამიტომ ეს არის ჩვენი მოტივაცია", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე.
„მე, როგორც მთავრობის მეთაური, უნდა ვფიქრობდე ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვდგავართ, სრულ კოორდინაციაში ვიმყოფებით საერთაშორისო პარტნიორებთან, ამერიკელ, ევროპელ პარტნიორებთან. ამიტომ ეს არის ჩვენი პოზიცია", – აღნიშნა პრემიერმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.
ყველა ახალი ამბავი
0