https://sputnik-georgia.com/20220621/saqartvelo-da-katari-ekonomikis-sferosi-tanamdsromlobas-arrmaveben-267703063.html
საქართველო და კატარი ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველო და კატარი ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება კატარში, სადაც ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.
2022-06-21T19:10+0400
2022-06-21T19:10+0400
2022-06-21T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
კატარი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267698920_0:131:1280:851_1920x0_80_0_0_b4cc10160bdc5fb8ebde3352eb8efc4c.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს და კატარს შორის ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას – ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ და ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება კატარში, სადაც ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. კატარში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვდა.შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე.თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.კატარში საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების საკითხი განიხილეს >>საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 მარტს დაამყარეს. კატარში საქართველოს საელჩო 2012 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა, საქართველოში კი კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა – 2013 წლის აგვისტოში.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
კატარი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267698920_86:0:1223:853_1920x0_80_0_0_a10d419ba04e02ecbd6db3f373a7b8f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო კატარი ეკონომიკა თანამშრომლობა შეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო კატარი ეკონომიკა თანამშრომლობა შეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველო და კატარი ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობას აღრმავებენ
19:10 21.06.2022 (განახლებულია: 22:54 21.06.2022) საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება კატარში, სადაც ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს და კატარს შორის ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას – ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ და ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება კატარში, სადაც ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას. კატარში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე.
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.
საქართველომ და კატარმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 16 მარტს დაამყარეს. კატარში საქართველოს საელჩო 2012 წლის 1 ნოემბერს გაიხსნა, საქართველოში კი კატარის დიპლომატიური წარმომადგენლობა – 2013 წლის აგვისტოში.