ქართველმა წყალბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმეს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთი
წყალბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
საქართველო მომდევნო თამაშს 23 ივნისს მონტენეგროსთან გამართავს
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში წყალბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გახსნის მატჩი ბრაზილიასთან ანგარიშით 14:10 მოიგო.
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად იღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში.
პირველ ტაიმში ბრაზილიელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს დეიან სტანოიევიჩის გუნდს. ფავორიტებად მიჩნეულმა ქართველებმა ვერ მოიგეს ვერც პირველი, ვერც მეორე მეოთხედი. დიდ შესვენებაზე გუნდები გავიდნენ თანაბარი ანგარიშით - 5:5.
მატჩის ბედი გადაწყდა მესამე პერიოდში, როდესაც საქართველოს გუნდმა მოიგო 6:3, ხოლო ბოლო პერიოდში სამხრეთამერიკელებს თამაშის გარდატეხის საშუალება აღარ მისცა.
მსოფლიო თასის საწყის ეტაპზე გუნდები ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილი. პლეი-ოფში თითოეული ჯგუფის სამ-სამი საუკეთესო გუნდი გავა. ამ გამარჯვების წყალობით საქართველოს ნაკრებმა მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
საქართველო მომდევნო თამაშს 23 ივნისს მონტენეგროსთან გამართავს, ხოლო პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრას 25 ივნისს - ტურნირის მასპინძელთან, უნგრეთის ნაკრებთან.
ყველა ახალი ამბავი
0