https://sputnik-georgia.com/20220621/premieri-yazaxetsi-vizits-ivlissi-gegmavs-267700365.html
პრემიერი ივლისში ყაზახეთში ვიზიტს გეგმავს
პრემიერი ივლისში ყაზახეთში ვიზიტს გეგმავს
Sputnik საქართველო
საქართველოსა და ყაზახეთის ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარება განიხილეს. 21.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-21T18:57+0400
2022-06-21T18:57+0400
2022-06-21T22:52+0400
საქართველო
ყაზახეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252372759_390:82:1023:438_1920x0_80_0_0_0f9a6041adda530eae5ea99b3b5863d7.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა ივლისში ყაზახეთს ეწვიოს. ამის შესახებ დოჰაში ღარიბაშვილისა და ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.საქართველოს მთავრობის მეთაური ვიზიტით კატარში იმყოფება, სადაც ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.2022 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი ყაზახეთში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149,7%-ით გაიზარდა და 23,7 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/14/252372759_382:89:1024:571_1920x0_80_0_0_42ac7a643cd69bafb11e2301689dfe0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ყაზახეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველო, ყაზახეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერი ივლისში ყაზახეთში ვიზიტს გეგმავს
18:57 21.06.2022 (განახლებულია: 22:52 21.06.2022) საქართველოსა და ყაზახეთის ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარება განიხილეს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მზადაა ივლისში ყაზახეთს ეწვიოს. ამის შესახებ დოჰაში ღარიბაშვილისა და ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
საქართველოს მთავრობის მეთაური ვიზიტით კატარში იმყოფება, სადაც ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
საქართველოსა და ყაზახეთის ლიდერებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი მუშაობა ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის სფეროში აქტაუსა და კურიკის პორტებით, ასევე ბათუმის საზღვაო პორტით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატეს.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
2022 წლის იანვარი–მარტში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 29,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ექსპორტი ყაზახეთში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 149,7%-ით გაიზარდა და 23,7 მლნ დოლარი შეადგინა.