პეტრე-პავლობის მარხვა: კვების კალენდარი დღეების მიხედვით

გამოწერა
პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, პირველ ორშაბათს იწყება და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს ზეიმობს.
პეტრე-პავლობის მარხვა მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დადგენილი ოთხი მრავალდღიანი მარხვიდან ერთ-ერთია. თუმცა იგი დიდმარხვასთან და ვნების შვიდეულთან შედარებით მსუბუქი მარხვაა – ოთხშაბათის და პარასკევის გარდა, ხსნილია თევზით.
პეტრე-პავლობის მარხვის დროს იკრძალება ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის მიღება. სამარხვო სუფრის შემადგენელი ნაწილია ბოსტნეული, ხილი და მცენარეულ ზეთზე დამზადებული კერძები, ასევე ბურღულეული, ხილი, კენკრა და ჩირის ასორტი.
პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აღდგომის თარიღზე და იგი სხვადასხვა წლებში 8-დან 42 დღემდე გრძელდება. წელს პეტრე-პავლობის მარხვა 20 ივნისს დაიწყო და 11 ივლისამდე გრძელდება.
იმისათვის, რომ მარხვის დაცვა გაგიიოლდეთ, Sputnik-საქართველო გთავაზობთ სპეცილურ კვებით კალენდარს კვირის დღეების მიხედვით.
ყველა ახალი ამბავი
0