ოხრახუში კიბოს აჩერებს: მეცნიერებმა დაადგინეს, რამდენი „პეტრუშკა“ უნდა მიირთვათ დღეში

© Pixabay / Mimzyოხრახუში
ოხრახუში - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ოხრახუში ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არაერთი ანტიოქსიდანტითაა მდიდარი, რომლებიც მეტად სასარგებლოა ღვიძლის, მხედველობისა და თვალებისთვის, თუმცა მეცნიერებმა უკვე კარგა ხანია დაადგინეს, რომ ეს მწვანილი ასევე შეიცავს აპიგენინს — ნივთიერებას, რომელიც კიბოს ებრძვის.
ოხრახუშის კიბოს საწინააღმდეგო თვისებებს უამრავი სამეცნიერო კვლევა ადასტურებს. დღეისათვის PubMed-ის ბაზაში დაახლოებით ექვსასი სამეცნიერო სტატიაა გამოქვეყნებული, რომლებიც ოხრახუშისა და აპიგენინის სასარგებლო თვისებებს აღწერს ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მასთან ბრძოლის საქმეში.
როგორც ირკვევა, აპიგენინი ამუხრუჭებს ფერმენტ IKKa-ს ფორმირებას, რომელიც კიბოს პროგრესირებას იწვევს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ აპიგენინი ამ ფერმენტის გამომუშავებას არა თუ ანელებს, არამედ სრულად აჩერებს კიდეც.
გარდა ამისა, აპიგენინის ანტიკანცეროგენულ თვისებებს ადასტურებს ბოლო წლების რამდენიმე ექსპერიმენტიც:
2008 წელს მეცნიერებმა კლინიკური კვლევისას აპიგენინისა და მწვანე ჩაის შერწყმით წარმატებით უმკურნალეს მსხვილი ნაწლავის კიბოს;
მისურის უნივერსიტეტის 2012 წლის კვლევამ აჩვენა, რომ აპიგენინი ეფექტურია ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში;
2013 წლის კვლევის შედეგებიდან გაირკვა, რომ აპიგენინმა ფილტვის კიბოთი დაავადებული პაციენტის კიბოს უჯრედების 86% გაანადგურა.
ოხრახუში შეიცავს ეთერზეთებს, რომლებიც ხელს უწყობს გარკვეული კანცეროგენების განეიტრალებას. ეს მწვანილი ასევე შეიცავს კაროტინოიდებს, რომლებიც უჯრედებს კიბოს გამომწვევი დაზიანებისგან იცავს.
ამასთან ოხრახუში ძალიან ეფექტურად იცავს ჯანსაღ ქსოვილებს კიბოს სამკურნალო წამლებისა და პროცედურების ტოქსიკური ზემოქმედებისგან.
ოხრახუში ასევე მდიდარია ვიტამინებით. შეიცავს A, C და E ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, ქლოროფილს, კრიპტოქსანტინს, ფოლიუმის მჟავას, ლუტეინს, ზეაქსანტინს და უჯრედისს.
ორ სუფრის კოვზ (რვა გრამი) ოხრახუშში მხოლოდ ორი კალორიაა, მაგრამ მასში შედის:
ვიტამინ A-ს რეკომენდებული დღიური დოზის 12%;
ვიტამინ C-ს რეკომენდებული დღიური დოზის 16%;
ვიტამინ K-ს რეკომენდებული დღიური დოზის 154%.

აპიგენინის წყაროები

ხმელი ოხრახუში აპიგენინის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყაროა — დაახლოებით 13000 მილიგრამი 100 გრამზე. ახალ ოხრახუშში კი მისი შემცველობა 100 გრამზე მხოლოდ 225-300 მილიგრამია.
თუ გსურთ ისარგებლოთ აპიგენინის კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით, დღეში მხოლოდ 10 მილიგრამი ოხრახუში გჭირდებათ. ეს არის დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ახალი ოხრახუში, ან გამხმარი ოხრახუშის მწიკვი.
აპიგენინის სხვა წყაროებია: ნიახური, გვირილის ჩაი, გრეიპფრუტი, პიტნა, რაფსი და თიამი.
გაითვალისწინეთ: თუ კერძს ოხრახუშით ამზადებთ, მწვანილი სულ ბოლოს დაუმატეთ, რადგან მაღალი ტემპერატურა აპიგენინის კიბოს საწინააღმდეგო და სხვა სამკურნალო თვისებებს ამცირებს.
წყარო: Natural Health
ყველა ახალი ამბავი
0