https://sputnik-georgia.com/20220621/kataris-biznesi-saqartvelos-potencialit-dainteresda-267707352.html
კატარის ბიზნეს-სექტორი საქართველოს პოტენციალით დაინტერესდა
კატარის ბიზნეს-სექტორი საქართველოს პოტენციალით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა და ადგილზე შეისწავლის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.
2022-06-21T20:15+0400
2022-06-21T20:15+0400
2022-06-21T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
კატარი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991123_0:28:3000:1716_1920x0_80_0_0_20ce4862b7fc8d3bb00475c47ed26780.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ასევე ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდმა.შეხვედრა გაიმართა ღარიბაშვილის კატარში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საინვესტიციო საზოგადოების თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი კატარში ვიზიტის ფარგლებში კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს, შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კატარის თანამშრომლობის პერსპექტივები ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში.შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის მუზეუმში საზეიმოდ გახსნეს ქართული კუთხე.მუზეუმის ქართულ სექციაში დამთვალიერებლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე ქართული ეროვნული და ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი.როგორც მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, კატარის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მუზეუმში მუდმივმოქმედი ქართული სექციის გახსნა და ქართული ექსპონატების განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას კატარის სახელმწიფოში.წყარო - მთავრობის პრეს-სამსახური
საქართველო
კატარი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991123_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_6a5b065d3802da35a0645bdc9e437aa7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კატარი ბიზნესი საქართველო პოტენციალი დაინტერესება ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტი ფორუმი
კატარი ბიზნესი საქართველო პოტენციალი დაინტერესება ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტი ფორუმი
კატარის ბიზნეს-სექტორი საქართველოს პოტენციალით დაინტერესდა
20:15 21.06.2022 (განახლებულია: 23:18 21.06.2022) კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა და ადგილზე შეისწავლის ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ასევე ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდმა.
შეხვედრა გაიმართა ღარიბაშვილის კატარში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს.
„შეხვედრაზე აღინიშნა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მზადყოფნა გამოითქვა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებისთვის. პრემიერის თქმით, საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საინვესტიციო საზოგადოების თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილი კატარში ვიზიტის ფარგლებში კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს, შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კატარის თანამშრომლობის პერსპექტივები ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში.
შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის მუზეუმში საზეიმოდ გახსნეს ქართული კუთხე.
მუზეუმის ქართულ სექციაში დამთვალიერებლებისთვის თვალსაჩინო ადგილზე ქართული ეროვნული და ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი.
როგორც მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, კატარის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მუზეუმში მუდმივმოქმედი ქართული სექციის გახსნა და ქართული ექსპონატების განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას კატარის სახელმწიფოში.