https://sputnik-georgia.com/20220621/kapitalis-bazris-ganvitareba-saqartvelosi-tbilissi-gatarebuli-reformebi-ganixiles-267710276.html
კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში: თბილისში გატარებული რეფორმები განიხილეს
კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში: თბილისში გატარებული რეფორმები განიხილეს
Sputnik საქართველო
საბოლოოდ ახალი სტანდარტების დამკვიდრება დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე, განაცხადა კობა გვენეტაძემ
2022-06-21T22:12+0400
2022-06-21T22:12+0400
2022-06-21T23:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267708053_0:31:1359:795_1920x0_80_0_0_bf8d02370ffd2ee84511bdcc5695e703.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქვეყანაში კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვიდრება ხელს შეუწყობს კომპანიების მიერ ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ბაზრის გამჭვირვალობისა და ქართული კომპანიების რეპუტაციის გაზრდას, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.რეგულატორის ხელმძღვანელი დაესწრო სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების შესახებ ახალი ანგარიშის (Report on the Observance of Standards and Codes - ROSC) პრეზენტაციას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი პროგრამის ფარგლებშია მომზადებული.ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ კორპორაციული მართვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.„ROSC დადებითად აფასებს საქართველოში კორპორაციული მართვის გარემოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ კუთხით. რა თქმა უნდა, არის გარკვეული შენიშვნები, რომელსაც ბანკი აუცილებლად გაითვალისწინებს სამომავლოდ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემმისი თქმით, კომპანიებიდან მიღებული ანგარიშები აჩვენებს, რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო და ეროვნული ბანკი შესაბამის ზომებს მიიღებს.პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში ვრცლად არის განხილული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ნორმატიული და სამართლებრივი ბაზის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული ტრანსფორმაცია.წყარო - საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/15/267708053_0:0:1311:983_1920x0_80_0_0_ac7e084914158c2441084d27643810a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კაპიტალი ბაზარი განვითარება საქართველო თბილისი რეფორმები პრეზენტაცია კობა გვენეტაძე
კაპიტალი ბაზარი განვითარება საქართველო თბილისი რეფორმები პრეზენტაცია კობა გვენეტაძე
კაპიტალის ბაზრის განვითარება საქართველოში: თბილისში გატარებული რეფორმები განიხილეს
22:12 21.06.2022 (განახლებულია: 23:44 21.06.2022) საბოლოოდ ახალი სტანდარტების დამკვიდრება დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე, განაცხადა კობა გვენეტაძემ.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ქვეყანაში კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვიდრება ხელს შეუწყობს კომპანიების მიერ ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ასევე ბაზრის გამჭვირვალობისა და ქართული კომპანიების რეპუტაციის გაზრდას, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
რეგულატორის ხელმძღვანელი დაესწრო სტანდარტებისა და კოდექსების შესრულების შესახებ ახალი ანგარიშის (Report on the Observance of Standards and Codes - ROSC) პრეზენტაციას, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთობლივი პროგრამის ფარგლებშია მომზადებული.
„გამართული კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვიდრება ქვეყანაში ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ბაზრის გამჭვირვალობისა და ქართული კომპანიების რეპუტაციის ზრდას, არამედ მათ მიერ ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც, ცხადია, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა გვენეტაძემ პრეზენტაციაზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ კორპორაციული მართვის სფეროში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე.
„ROSC დადებითად აფასებს საქართველოში კორპორაციული მართვის გარემოს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ამ კუთხით. რა თქმა უნდა, არის გარკვეული შენიშვნები, რომელსაც ბანკი აუცილებლად გაითვალისწინებს სამომავლოდ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ
მისი თქმით, კომპანიებიდან მიღებული ანგარიშები აჩვენებს, რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო და ეროვნული ბანკი შესაბამის ზომებს მიიღებს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში ვრცლად არის განხილული ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ნორმატიული და სამართლებრივი ბაზის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებული ტრანსფორმაცია.