https://sputnik-georgia.com/20220621/kalaze-meliqisvilis-gamzirze-samusaoebs-gaecno-267694957.html
კალაძე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კალაძე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
Sputnik საქართველო
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერია 6.388 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. 21.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-21T18:03+0400
2022-06-21T18:03+0400
2022-06-21T22:12+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_337943d7ad3fc5cd18cd51a008fad3c1.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. პეტრე მელიქიშვილის გამზირზე დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.სამუშაოების გამო ვარაზისხევისა და მელიქიშვილის გადაკვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის გადაკვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. პროექტის განხორციელების პერიოდში ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდა.პროექტის თანახმად, მელიქიშვილის გამზირზე მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, გარე განათების ახალი ქსელი. გზის სავალ ნაწილზე გამოიცვლება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. დამონტაჟდება ნარჩენშემკრები მიწისქვეშა ურნები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდება შშმ პირებისთვის.მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერია 6.388 მლნ ლარს დახარჯავს.კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, ასევე მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/0d/267397752_143:0:1279:852_1920x0_80_0_0_73f1f3bbb9fc4c1afa1e64569a3cead3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
კალაძე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
18:03 21.06.2022 (განახლებულია: 22:12 21.06.2022) მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის მერია 6.388 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. პეტრე მელიქიშვილის გამზირზე დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილესთან ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სარეაბილიტაციო არეალი ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს მოიცავს.
„საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელიც ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელებაა. სამუშაოების დასრულებას დაახლოებით ნოემბერში ვგეგმავთ, რომლის შემდეგაც მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილებით გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი ვგეგმავთ კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას", – განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების გამო ვარაზისხევისა და მელიქიშვილის გადაკვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის გადაკვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. პროექტის განხორციელების პერიოდში ვარაზისხევი და კოსტავას ქუჩა ორმხრივი გახდა.
პროექტის თანახმად, მელიქიშვილის გამზირზე მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, გარე განათების ახალი ქსელი. გზის სავალ ნაწილზე გამოიცვლება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. დამონტაჟდება ნარჩენშემკრები მიწისქვეშა ურნები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერია 6.388 მლნ ლარს დახარჯავს.
კახა კალაძესთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი, ასევე მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე იმყოფებოდნენ.