https://sputnik-georgia.com/20220621/ilon-maskis-kompania-saqartvelosi-tavis-satelitur-internets-miawvdis-267709068.html
ილონ მასკის კომპანია საქართველოს თავის სატელიტურ ინტერნეტს მიაწვდის
ილონ მასკის კომპანია საქართველოს თავის სატელიტურ ინტერნეტს მიაწვდის
Sputnik საქართველო
Starlink-ის ამუშავება გასაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი.
2022-06-21T21:34+0400
2022-06-21T21:34+0400
2022-06-22T14:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
თანამედროვე ტექნოლოგიები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267727236_0:128:2048:1280_1920x0_80_0_0_6b9f5d7713c69992846f2f888040a1d8.jpg
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს Starlink-ის სატელიტური სისტემის მეშვეობით ინტერნეტს მიაწვდის, იუწყება კომუნიკაციების ეროვნული კომისია.კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ სხვა თანამშრომლებთან ერთად საქართველოში SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყანაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედების საკითხი განიხილეს.გაცნობით შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე.SpaceX-ის წარმომადგენელმა კომისიის წევრებს საქართველოში კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნო.მისი თქმით, ამ ეტაპზე SpaceX მუშაობს Starlink-ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის საქართველოში.„აღნიშნული ფაქტი ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს განვითარებისთვის ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს“, – განაცხადა იმედაძემ.Starlink-ის ამუშავება გასაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ არეალში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი ძვირია, ნაკლებად საიმედო, უხარისხო ან საერთოდ მიუწვდომელია. დღეისათვის SpaceX-მა თანამგზავრული კავშირის უკვე 2,7 ათასი დაბალორბიტული სისტემა აამოქმედა.წყარო - კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267727236_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_76b02a1d01d1192f73f19acdadfa9012.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ილონ მასკი კომპანია საქართველო სატელიტური ინტერნეტი spacex starlink
ილონ მასკი კომპანია საქართველო სატელიტური ინტერნეტი spacex starlink
ილონ მასკის კომპანია საქართველოს თავის სატელიტურ ინტერნეტს მიაწვდის
21:34 21.06.2022 (განახლებულია: 14:49 22.06.2022) Starlink-ის ამუშავება გასაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი.
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს Starlink-ის სატელიტური სისტემის მეშვეობით ინტერნეტს მიაწვდის, იუწყება კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ სხვა თანამშრომლებთან ერთად საქართველოში SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა, სადაც ქვეყანაში Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ამოქმედების საკითხი განიხილეს.
გაცნობით შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობაზე და ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე.
SpaceX-ის წარმომადგენელმა კომისიის წევრებს საქართველოში კომპანიის სამომავლო გეგმები გააცნო.
„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა SpaceX-ის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართულ ტელეკომ-გარემოს ადგილზე გაეცნოს. ჩვენ მას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში ტელეკომის მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით“, – განაცხადა იმედაძემ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე SpaceX მუშაობს Starlink-ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის საქართველოში.
„აღნიშნული ფაქტი ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს განვითარებისთვის ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს“, – განაცხადა იმედაძემ.
Starlink-ის ამუშავება გასაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ არეალში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი ძვირია, ნაკლებად საიმედო, უხარისხო ან საერთოდ მიუწვდომელია. დღეისათვის SpaceX-მა თანამგზავრული კავშირის უკვე 2,7 ათასი დაბალორბიტული სისტემა აამოქმედა.