https://sputnik-georgia.com/20220621/donald-trampi-arcevnebi-267674742.html
დონალ ტრამპი: არ ვიცი, რამ შეიძლება შემიშალოს ხელი
დონალ ტრამპი: არ ვიცი, რამ შეიძლება შემიშალოს ხელი
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. არ ვიცი, რა შემიშლის ხელს, რომ 2024 წლის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, განუცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა... 21.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-21T12:01+0400
2022-06-21T12:01+0400
2022-06-21T17:18+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
აშშ
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259909345_0:320:3071:2048_1920x0_80_0_0_6c9df9471e802f5beffcf0269f107eaa.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. არ ვიცი, რა შემიშლის ხელს, რომ 2024 წლის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, განუცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტალ Newsmax-ს.ექს-პრეზიდენტის თქმით, მისი მოვალეობაა – დაუბრუნოს დიდება ამერიკას, „რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიექანება“.როგორც ტრამპმა განაცხადა ექსკლუზიურ ინტერვიუში, „ქვეყნის საქმეები ბაიდენის პირობებში საშინლადაა“. მისი თქმით, არავინ ელოდა, რომ ყველაფერი „ასე უცბად გაფუჭდებოდა“.გასულ კვირაში Yahoo News/YouGov-მა გამოკითხვა ჩაატარა, რა დროსაც რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა: „ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?“ გამოკითხვის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა მზადაა ხმა უფრო აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისცეს (44%), ვიდრე ჯო ბაიდენს (42%).წყარო: Newsmax
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1a/259909345_456:319:2762:2048_1920x0_80_0_0_7d9890d9b3475c7b0a5f3bad778993f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, აშშ , პოლიტიკა
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. არ ვიცი, რა შემიშლის ხელს, რომ 2024 წლის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, განუცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პორტალ Newsmax-ს.
„არ ვიცი, რამ შეიძლება შემიშალოს ხელი, რომ პრეზიდენტის პოსტზე კვლავ ვიყარო კენჭი 2024 წელს. <...> მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა და გავაკეთებ იმას, რაც მისთვის იქნება სწორი“, — აღნიშნა ტრამპმა.
ექს-პრეზიდენტის თქმით, მისი მოვალეობაა – დაუბრუნოს დიდება ამერიკას, „რომელიც ჯოჯოხეთისკენ მიექანება“.
როგორც ტრამპმა განაცხადა ექსკლუზიურ ინტერვიუში, „ქვეყნის საქმეები ბაიდენის პირობებში საშინლადაა“. მისი თქმით, არავინ ელოდა, რომ ყველაფერი „ასე უცბად გაფუჭდებოდა“.
„ჩვენს ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს. ის ასეთ დაბალ დონეზე არასდროს ყოფილა“, — აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ბაიდენი ქვეყანას მესამე მსოფლიო ომისკენ მიაქანებს.
გასულ კვირაში Yahoo News/YouGov-მა გამოკითხვა ჩაატარა, რა დროსაც რესპონდენტებს დაუსვეს შეკითხვა: „ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს?“ გამოკითხვის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა მზადაა ხმა უფრო აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისცეს (44%), ვიდრე ჯო ბაიდენს (42%).