მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

$103,5 მილიონი უკრაინელი ბავშვებისთვის: რუსმა ჟურნალისტმა ნობელის მედალი აუქციონზე გაყიდა

© AP Photo / Patrick Semanskyნობელის მშვიდობის მედალი
ნობელის მშვიდობის მედალი - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
გამოწერა
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ამერიკულმა სააუქციონო სახლმა Heritage Auctions-მა ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორის დმიტრი მურატოვის ნობელის პრემიის მედალი 103,5 მილიონ დოლარად გაყიდა.
მედლის გაყიდვიდან მიღებული მთელი შემოსავალი, რომლის სასტარტო ფასიც 550 ათასი დოლარი იყო, UNICEF-ის ჰუმანიტარულ მისიას მოხმარდება უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად.
2021 წლის ოქტომბერში ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუს ჟურნალისტ დმიტრი მურატოვსა და ფილიპინელ ჟურნალისტ მარია რესას მიენიჭათ. უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ „ნოვაია გაზეტას“ მთავარმა რედაქტორმა გადაწყვიტა თავისი მედალი უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ფონდში გადაეცა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებას გამოცემის ყველა თანამშრომელმა დაუჭირა მხარი.

„ჩვენ გადავწყვიტეთ აუქციონზე გაგვეტანა ნობელის მედალი, ოქროსი, ცნობილი, მძიმე. ეს არის მედალი, რომელიც ნობელის პრემიას ახლავს. თანხა ლტოლვილ ბავშვებს გადაეცემა. სადაც უნდა იყვნენ – ევროპაში, უკრაინაში თუ რუსეთში. მსოფლიოსთვის სხვისი ლტოლვილები აღარ არსებობს“, — განაცხადა მურატოვმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მის ინიციატივას მხარს მთელი მსოფლიო დაუჭერს.
„ჩვენ გვსურს, რომ იყოს ფლეშმობი უსამართლობის წინააღმდეგ, რათა ადამიანებმა თავიანთი რელიკვიები აუქციონზე გამოიტანონ სხვების დასახმარებლად“, — თქვა მურატოვმა.
აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტმა პირველად დაუშვა მედლის გაყიდვა სახსრების მოსაზიდად.
ყველა ახალი ამბავი
0