როგორ შეიცვალა ხელფასები საქართველოში: ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnikლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
საშუალო ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია თბილისში, სადაც მან 2022 წლის პირველ კვარტალში 1.675 ლარი შეადგინა.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულების საშუალო ხელფასი თვეში 15,1%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1.446,5 ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ინფორმაციაში.
ბიზნეს-სექტორში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2022 წლის პირველ კვარტალში თვეში 1.479,7 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 15,3%-ით მეტია.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არაკომერციულ და საფინანსო სექტორში საშუალო ნომინალური ხელფასი 14,6%-ით გაიზარდა და 1.390,8 ლარი შეადგინა.
საშუალო ნომინალური ყველაზე მაღალი ხელფასი ფიქსირდება თბილისში, სადაც 2022 წლის პირველ კვარტალში მისმა ოდენობამ 1.675 ლარი შეადგინა, ყველაზე დაბალი ხელფასი – 771,9 ლარი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა.
საქმიანობის მხრივ ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თვეში 2022 წლის პირველ კვარტალში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 3.037,5 ლარი (წლიური ზრდა 24,1%)
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2.339,9 (+8,3%)
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა – 1.963,5 (+9,1%)
სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1.900,0 ლარი (+15,9%).
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
რეალური ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს?
საქართველოში საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში მამაკაცების ხელფასი ქალების ხელფასზე მაღალია. 2022 წლის პირველ კვარტალში მამაკაცების საშუალო ხელფასი თვეში შეადგენდა 1.695,4 ლარს, ხოლო ქალების – 1.184,8 ლარს.
ყველა ახალი ამბავი
0