ინფორმაცია მძღოლებისთვის - ვითარება საქართველოს გზებზე: სად დაწესდა შეზღუდვები

© video: Sputnik / Stringerსაგზაო ნიშანი STOP
საგზაო ნიშანი STOP - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის, ასევე ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები ამოქმედდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 125-157 კმ (ლენტეხი–მელე) და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის გზის 187-198 კმ (უშგული–ლასდილის) მონაკვეთებზე.
აღნიშნული გზის მონაკვეთებზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია.
ყველა ახალი ამბავი
0