https://sputnik-georgia.com/20220620/tbilisis-centrsi-aqcia-dasrulda-daanonsebulia-axali-sekreba-267666016.html
თბილისის ცენტრში აქცია დასრულდა: დაანონსებულია ახალი შეკრება
თბილისის ცენტრში აქცია დასრულდა: დაანონსებულია ახალი შეკრება
Sputnik საქართველო
ოპოზიციამ დააანონსა მასობრივი დაუმორჩილებლობა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს არ შეასრულებს.
2022-06-20T23:27+0400
2022-06-20T23:27+0400
2022-06-21T00:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267661543_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_924b2346ea3c615c71c396c4be77a5ff.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის ცენტრში მრავალათასიანი აქცია დასრულდა ახალი ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ მანიფესტით, და ახალი საპროტესტო აქციების ანონსით.აქცია ევროკავშირის 23-24 ივნისისთვის დაგეგმილი სამიტის მოლოდინში ტარდება. სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. გასულ კვირაში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს ჯერ კონკრეტული პირობების შესრულება ურჩია.ამასთან მან დააანონსა მასობრივი დაუმორჩილებლობა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს არ შეასრულებს.აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც ევროპისკენ სწრაფვას ხელმოწერებით დაადასტურებენ.საპარლამენტო აქციაზე ისმოდა ლოზუნგები „საქართველო არის ევროპა“, „წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“. აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გამომსვლელებს შორის იყვნენ მწერალი ლაშა ბუღაძე, პოეტი რატი ამაღლობელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური, ქართველი სტუდენტობის წარმომადგენლები და სხვები.გარდა ამისა, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებმა.სცენაზე არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ გამოსულა, მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე პროდასავლური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ.აქციის ორგანიზატორი იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ მოძრაობას თავიანთი მთავარი კონკურენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას უწოდებენ.ხელისუფლება სწორედ „ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი თავიანთი ლობისტების მეშვეობით დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ განაწყობენ, რათა ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/14/267661543_0:0:1280:961_1920x0_80_0_0_161fb4b8e2e80f1ac8137e143e242803.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი ცენტრი აქცია დასრულება ანონსი შეკრება
თბილისი ცენტრი აქცია დასრულება ანონსი შეკრება
თბილისის ცენტრში აქცია დასრულდა: დაანონსებულია ახალი შეკრება
23:27 20.06.2022 (განახლებულია: 00:08 21.06.2022) ოპოზიციამ დააანონსა მასობრივი დაუმორჩილებლობა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს არ შეასრულებს.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. თბილისის ცენტრში მრავალათასიანი აქცია დასრულდა ახალი ეროვნული საბჭოს შექმნის შესახებ მანიფესტით, და ახალი საპროტესტო აქციების ანონსით.
აქცია ევროკავშირის 23-24 ივნისისთვის დაგეგმილი სამიტის მოლოდინში ტარდება. სამიტზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. გასულ კვირაში ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინას და მოლდოვას, ხოლო საქართველოს ჯერ კონკრეტული პირობების შესრულება ურჩია.
„ჩვენი მოწოდებაა – შევქმნათ სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო თანაბარი, ერთხმიანი პარიტეტით, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების ხმათა უმრავლესობით, რომელიც ყველას გაგვაერთიანებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედიაგაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე ახალი სამოქალაქო მოძრაობა 24 ივნისს წამოაყენებს მოთხოვნებს ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.
ამასთან მან დააანონსა მასობრივი დაუმორჩილებლობა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს არ შეასრულებს.
აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც ევროპისკენ სწრაფვას ხელმოწერებით დაადასტურებენ.
საპარლამენტო აქციაზე ისმოდა ლოზუნგები „საქართველო არის ევროპა“, „წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ“. აქციის მონაწილეებს სცენიდან სიტყვით მიმართეს საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გამომსვლელებს შორის იყვნენ მწერალი ლაშა ბუღაძე, პოეტი რატი ამაღლობელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაური, ქართველი სტუდენტობის წარმომადგენლები და სხვები.
გარდა ამისა, შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საზღვარგარეთ მცხოვრებმა ქართველებმა, ხელოვნებისა და კულტურის წარმომადგენლებმა.
სცენაზე არცერთი პოლიტიკური ლიდერი არ გამოსულა, მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე პროდასავლური პარტიების წარმომადგენლები მივიდნენ.
აქციის ორგანიზატორი იყო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ მოძრაობას თავიანთი მთავარი კონკურენტის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას უწოდებენ.
ხელისუფლება სწორედ „ნაცმოძრაობას“ და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი თავიანთი ლობისტების მეშვეობით დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ განაწყობენ, რათა ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს.