https://sputnik-georgia.com/20220620/saqartvelos-premier-ministri-parlamentis-winase-sityvit-22-ivniss-wardgeba-267664273.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე სიტყვით 22 ივნისს წარდგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე სიტყვით 22 ივნისს წარდგება
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდს მოიცავს
2022-06-20T22:00+0400
2022-06-20T22:00+0400
2022-06-21T13:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698216_0:181:3078:1912_1920x0_80_0_0_f7b8de6138ab720e971b55b0f9953e66.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოთხშაბათს, 22 ივნისს ერთწლიანი ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარდგება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.ყოველწლიური მოხსენება მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდს და ეხება ქვეყნის მინისტრთა კაბინების მუშაობის ყველა მიმართულებას.„შეიცვალა გრაფიკი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით 22 ივნისს წარდგება“, – აღნიშნა მდინარაძემ.რა წერია მოხსენებაში160-გვერდიანი მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ უკვე პარლამენტშია.პირობითად ის ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება.ანგარიში შეიცავს მონაცემებს როგორც მინისტრთა კაბინეტის უკვე შესრულებული საქმიანობის შესახებ, ისე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტებისა და გეგმების შესახებ.განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას და ეკონომიკას.კერძოდ, მოხსენება ეხება ქართველი დიპლომატების წარმატებულ საქმიანობას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის განვითარებას.ანგარიშში ყურადღება ეთმობა ასევე სოციალურ პოლიტიკასაც. აქ ნახსენებია მოქალაქეთა დახმარების წარმატებული პროექტები, ასევე დასაქმებისა და ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი აქტივობები.განსაკუთრებული ადგილი დოკუმენტში უჭირავს მინისტრთა კაბინების მიღწევებსა და გეგმებს ეკონომიკის განვითარების, ინფლაციის დონის შემცირების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698216_653:223:2967:1958_1920x0_80_0_0_e7d71f4ada7d86f997ece4a8cca948ad.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტი ანგარიში 22 ივნისი
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტი ანგარიში 22 ივნისი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე სიტყვით 22 ივნისს წარდგება
22:00 20.06.2022 (განახლებულია: 13:37 21.06.2022) საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდს მოიცავს.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოთხშაბათს, 22 ივნისს ერთწლიანი ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარდგება, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ყოველწლიური მოხსენება მოიცავს 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე პერიოდს და ეხება ქვეყნის მინისტრთა კაბინების მუშაობის ყველა მიმართულებას.
„შეიცვალა გრაფიკი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით 22 ივნისს წარდგება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
160-გვერდიანი მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ უკვე პარლამენტშია.
პირობითად ის ოთხ ნაწილადაა დაყოფილი: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური პოლიტიკა; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება.
ანგარიში შეიცავს მონაცემებს როგორც მინისტრთა კაბინეტის უკვე შესრულებული საქმიანობის შესახებ, ისე წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტებისა და გეგმების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას და ეკონომიკას.
კერძოდ, მოხსენება ეხება ქართველი დიპლომატების წარმატებულ საქმიანობას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობას, საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის განვითარებას.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა ასევე სოციალურ პოლიტიკასაც. აქ ნახსენებია მოქალაქეთა დახმარების წარმატებული პროექტები, ასევე დასაქმებისა და ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი აქტივობები.
განსაკუთრებული ადგილი დოკუმენტში უჭირავს მინისტრთა კაბინების მიღწევებსა და გეგმებს ეკონომიკის განვითარების, ინფლაციის დონის შემცირების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.