https://sputnik-georgia.com/20220620/saeklesio-kalendari-20-ivnisi-267609808.html
საეკლესიო კალენდარი: 20 ივნისი
საეკლესიო კალენდარი: 20 ივნისი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივნისს წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელის, მღვდელმოწამე მარკელის და მასთან ერთად მოწამეთა და დედათა: პრისკილას, ლუკინას და... 20.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-20T09:00+0400
2022-06-20T09:00+0400
2022-06-20T09:00+0400
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23755/69/237556985_0:74:1411:868_1920x0_80_0_0_70049a76351b57e3762206e1e7f945c1.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.თეოდოტე ანკვირელიწმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, ის გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით, თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან და დაფლა. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, თეოდოტე შეიპყრეს. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაზე, წარმართთა სარწმუნოების ამაოება ამხილა და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს და მახვილით მოკლეს (+303).მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლარგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპაუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემიამღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: სისინი და კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლაგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპიუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია ეწამნენ რომში დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს (284-305) და მათი მემკვიდრეების - გალერიუსისა (305-311) და მაქსენტიუსის (305-312) დროს.წმიდა მოწამე თეკლე, მართა და მარიამიწმიდა მოწამენი თეკლე, მართა და მარიამი სპარსეთში აღესრულნენ საპორ II ზეობისას, 346 წლის 6 ივნისს. მათ ქრისტეს აღსარებისთვის თავები მოკვეთეს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20220619/saeklesio-kalendari-19-ivnisi-267608018.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23755/69/237556985_78:0:1333:941_1920x0_80_0_0_3720070cbdfc04d02c40ad26c5ffe4e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 20 ივნისი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 20 ივნისს წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელის, მღვდელმოწამე მარკელის და მასთან ერთად მოწამეთა და დედათა: პრისკილას, ლუკინას და არტემიას, ასევე წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა III საუკუნეში, ის გამოირჩეოდა საოცარი სიკეთითა და გულმოწყალებით, თანაუგრძნობდა დიოკლეტიანეს (284-305) მიერ დევნილ ქრისტიანებს, საკუთარ სახლში იფარებდა მათ, სადაც ფარულად აღესრულებოდა ღვთისმსახურებაც. წმიდა თეოდოტე სატუსაღოებში აკითხავდა ქრისტეს აღსარებისთვის პყრობილებს, გამოისყიდდა მათ და პატივით მარხავდა მხეცთა საჯიჯგნად მიმოფანტულ მოწამეთა გვამებს. ერთხელ წმიდანმა შვიდი ქალწულმოწამის ცხედარი ამოასვენა ზღვიდან და დაფლა. როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, თეოდოტე შეიპყრეს. წმიდა მოწამემ უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაზე, წარმართთა სარწმუნოების ამაოება ამხილა და აშკარად აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი სასტიკად აწამეს და მახვილით მოკლეს (+303).
მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად მოწამენი: სისინი, კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლარგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპაუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია
მღვდელმოწამე მარკელი, რომის პაპი და მასთან ერთად წმიდა მოწამენი: სისინი და კვირიკე დიაკონი, სამარაგდი, ლაგოსი, აპრონიანე, სატურნინი, პაპიუსი, მავრი, კრისკენტიანე და დედანი: პრისკილა, ლუკინა და არტემია ეწამნენ რომში დიოკლეტიანეს, მაქსიმიანეს (284-305) და მათი მემკვიდრეების - გალერიუსისა (305-311) და მაქსენტიუსის (305-312) დროს.
წმიდა მოწამე თეკლე, მართა და მარიამი
წმიდა მოწამენი თეკლე, მართა და მარიამი სპარსეთში აღესრულნენ საპორ II ზეობისას, 346 წლის 6 ივნისს. მათ ქრისტეს აღსარებისთვის თავები მოკვეთეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით