ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი საქართველოს სახელით იასპარეზებს

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშინათელა ძალამიძე
ნათელა ძალამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
პირველი ტურნირი, რომელზეც ძალამიძე საქართველოს წარმოადგენს, უიმბლდონი-2022 იქნება
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. რუსეთში მოასპარეზე ქართველმა ჩოგბურთელმა ნათელა ძალამიძემ სპორტული მოქალაქეობა შეიცვალა და ტურნირებზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.
ნათელა ძალამიძე WTP-ს ვერსიით 44-ე ჩოგანია. პირველი ტურნირი, რომელზეც ძალამიძე საქართველოს წარმოადგენს, უიმბლდონი-2022 იქნება. ძალამიძე სერბ ჩოგბურთელთან, ალექსანდრა კრუნიჩთან წყვილში ითამაშებს.
სპორტსმენის მოქალაქეობაში მომხდარი ცვლილებები უკვე აისახა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTP) ვებგვერდზე.
ძალამიძე 29 წლისაა. კარიერის დასაწყისიდან, 2009 წლიდან ის რუსეთის სახელით ასპარეზობდა. წყვილთა თანრიგში WTA-ს ორი ტურნირის გამარჯვებულია.
ყველა ახალი ამბავი
0