Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა

© photo: Sputnikპირბადიანი გოგონა ავტობუსში
პირბადიანი გოგონა ავტობუსში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქება მარტის ბოლოდან დაიწყო.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. დღეიდან, 20 ივნისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში მიიღო. თებერვლის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში მკვეთრად შემცირდა.
2020 წლის ნოემბრიდან საქართველოში ნიღბის ტარება სავალდებულო იყო როგორც შიდა სივრცეებში, ისე გარეთ. ქუჩაში ნიღბის გარეშე სიარული 2021 წლის ივნისში დაუშვეს, მაგრამ არა დიდი ხნით. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო იმავე წლის აგვისტოში ნიღბის ტარება ქუჩაში კვლავ სავალდებულო გახდა.
ქუჩაში პირბადის ტარების მოთხოვნა 2022 წლის 28 მარტიდან გაუქმდა.
ამგვარად, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა. პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნებულია მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში. სპეციალისტები ნიღბის ტარებას ურჩევენ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ამასთან, გასული კვირიდან ტურისტებს ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაციის სერტიფიკატისა და PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის გარეშე შემოსვლა შეუძლიათ.
ქვეყანამ კორონავირუსის ექვსი ტალღა გაიარა. გასული წლის დეკემბერში საქართველოში ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელმაც პიკს იანვარ–თებერვალში მეექვსე ტალღის დროს მიაღწია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ყველა ახალი ამბავი
0