„ეჭვი არავის გვეპარება“: ნარიშკინი რუსეთის გამარჯვებაში დარწმუნებულია

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ნარიშკინი
სერგეი ნარიშკინი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსეთი და დონბასი გაიმარჯვებენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, ამაში ეჭვი არ გვეპარება, განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.

„რუსეთის მოსახლეობა უბრალოდ აღფრთოვანებულია დონბასის მოსახლეობის სიმამაცითა და გამძლეობით, ხალხით, რომლებიც ბოლო რვა წელია ებრძვის კიევის რეჟიმს და რუს სამხედროებთან ერთად განაგრძობს განმათავისუფლებელ ოპერაციას. და არცერთ ჩვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება“, — განაცხადა ნარიშკინმა.

მისი თქმით, „დონბასელების გმირული ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის“ რუსეთის სკოლებში ისტორიის კურსზე უნდა ისწავლებოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0