მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„დემოკრატიული შოკი“: მაკრონის პარტიამ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, კონტროლი დაკარგა ნაციონალურ ასამბლეაზე, რაც მნიშვნელოვანი მარცხია და რამაც შეიძლება ქვეყნის პოლიტიკური პარალიზება გამოიწვიოს, თუ ის სხვა პარტიებთან ალიანსის შესახებ მოლაპარაკებას ვერ მოახერხებს, იუწყება სააგენტო Reuters.
საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში კვირას გაიმართა. პირველადი შედეგების თანახმად, მაკრონის კოალიცია საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ 205–235 ადგილის მოპოვებას შეძლებს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის კი 289 ადგილია საჭირო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ პარლამენტის გაკონტროლებას ვერც მაკრონის მთავარი მოწინააღმდეგის ჟან-ლიუკ მელანშონის მემარცხენე ბლოკი Nupes შეძლებს. ის დაახლოებით 170–190 ადგილით შემოიფარგლება.
რაც შეეხება მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“, არჩევნების შედეგებით, ის მესამე ადგილზეა და ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად შეძლებს პარლამენტში საკუთარი ჯგუფის ჩამოყალიბებას 75–95 დეპუტატით.
ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა არჩევნების შედეგს „დემოკრატიული შოკი“ უწოდა და განაცხადა, რომ თუ სხვა ბლოკები თანამშრომლობას არ მოისურვებენ, ეს დაბლოკავს მმართველი პარტიის „რეფორმებისა და ფრანგების დაცვის შესაძლებლობას“.
როგორც Reuters-ი წერს, ეს პირველი შემთხვევაა 1988 წლის შემდეგ, როდესაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მიიღო. ემანუელ მაკრონმა მიმდინარე წლის აპრილში გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და მეორე ვადით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0