https://sputnik-georgia.com/20220620/jgufuri-cxubi-da-dawra-zvel-tbilissi-dakavebulebs-patimroba-seefardat-267662479.html
ჯგუფური ჩხუბი და დაჭრა ძველ თბილისში: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
ჯგუფური ჩხუბი და დაჭრა ძველ თბილისში: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
პროკურატურამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდება ოთხ პირს წარუდგინა.
2022-06-20T20:37+0400
2022-06-20T20:37+0400
2022-06-20T23:36+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ჩხუბისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ ოთხივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.სამი მათგანი ხულიგნობაშია ბრალდებული, ხოლო ერთს პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.როგორც გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად წარმოშობილი კონფლიქტის დროს სხვადასხვა საგნებით ოთხ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 27 წლის მამაკაცმა ინციდენტში მონაწილე 33 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.მომხდარი დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება სულ ხუთმა პირმა მიიღო, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.სამართალდამცველებმა კონფლიქტში მონაწილე სამი პირი 17 და 18 ივნისს დააკავეს. მათ ხულიგნობის ფაქტზე წარედგინათ ბრალდება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.კიდევ ერთ პირს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯგუფური ჩხუბი დაჭრა ძველი თბილისი პატიმრობა
ჯგუფური ჩხუბი დაჭრა ძველი თბილისი პატიმრობა
ჯგუფური ჩხუბი და დაჭრა ძველ თბილისში: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
20:37 20.06.2022 (განახლებულია: 23:36 20.06.2022) პროკურატურამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ხულიგნობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდება ოთხ პირს წარუდგინა.
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ჩხუბისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ ოთხივე ბრალდებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამი მათგანი ხულიგნობაშია ბრალდებული, ხოლო ერთს პროკურატურა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 11 ივნისს თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, ე.წ. „ახალ აღმაშენებელზე“ მდებარე ერთ-ერთ ბარში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა.
ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად წარმოშობილი კონფლიქტის დროს სხვადასხვა საგნებით ოთხ პირს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 27 წლის მამაკაცმა ინციდენტში მონაწილე 33 წლის მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.
მომხდარი დაპირისპირების შედეგად სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება სულ ხუთმა პირმა მიიღო, მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ.
სამართალდამცველებმა კონფლიქტში მონაწილე სამი პირი 17 და 18 ივნისს დააკავეს. მათ ხულიგნობის ფაქტზე წარედგინათ ბრალდება, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კიდევ ერთ პირს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დაპირისპირებაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.