მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კოლუმბიის პრეზიდენტი ყოფილი პარტიზანი გახდა

© photo: Sputnik / Dmitriy Znamenskiy ბოგოტა
 ბოგოტა - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. კოლუმბიაში პირველად აირჩიეს პრეზიდენტად მემარცხენე ძალების წარმომადგენელი — ყოფილი პარტიზანი გუსტავო პეტრო, იუწყება DW.
19 ივნისს გამართულ არჩევნების მეორე ტურში პეტრომ კონსერვატორი მილიონერი როდოლფო ერნანდესი დაამარცხა. კოლუმბიის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 50,4 პროცენტი მიიღო, ხოლო ერნანდესს ამომრჩეველთა 47,3%-მა დაუჭირა მხარი.
როდოლფო ერნანდესმა უკვე მიულოცა გამარჯვება გუსტავო პეტროს და აღნიშნა, რომ მზადაა მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
როგორც პეტრომ განუცხადა მხარდამჭერებს, „ამ დღემ შეცვალა კოლუმბია“, და მათ სიყვარულის, გაგებისა და დიალოგის პოლიტიკის გატარებას დაჰპირდა.

„დღეს ხალხის სიხარულის დღეა. ეს არის გამარჯვება ღმერთის, ხალხისა და მათი ისტორიის სახელით“, — დაწერა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა Twitter-ზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.

62 წლის გუსტავო პეტრო ახალგაზრდობაში მემარცხენე მეამბოხეთა ჯგუფ M-19-ის წევრი იყო და ორი წელი გაატარა ციხეში. შემდგომში მან უარი თქვა შეიარაღებულ ბრძოლაზე, მუშაობდა ბელგიაში დიპლომატად და კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტის მერი იყო.
პეტროს წინასაარჩევნო დაპირებათა შორის არის – ქვეყანაში ღრმა რეფორმების გატარება, კერძოდ, სიმდიდრეზე გადასახადის დაწესება, შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლის გადაუდებელი პროგრამის მიღება, ნავთობისა და გაზის გამოყენებაზე უარის თქმა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა.
კოლუმბია მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში. 50 მილიონიანი მოსახლეობის უმრავლესობა ტრადიციულად კონსერვატიული შეხედულებებისაა. ხანგრძლივი შეიარაღებულ კონფლიქტში მეამბოხე ჯგუფების ძალადობის გამო მემარცხენეები კოლუმბიაში აქამდე ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ.
წყარო: DW
ყველა ახალი ამბავი
0