https://sputnik-georgia.com/20220619/tbilissi-ltolvilta-msoflio-dre-arnisnes-267620212.html
თბილისში ლტოლვილთა მსოფლიო დღე აღნიშნეს
თბილისში ლტოლვილთა მსოფლიო დღე აღნიშნეს
Sputnik საქართველო
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.
2022-06-19T19:23+0400
2022-06-19T19:23+0400
2022-06-19T19:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713817_0:313:3000:2001_1920x0_80_0_0_932625c5758a09d689d8fefff0fae149.jpg
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება „პირველი არხი“.ღონისძიება საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია მსოფლიოში იმ 100 მილიონამდე ადამიანის მხარდაჭერა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულები არიან.სოლიდარობის მარშს საქართველოში გაეროს ხელმძღვანელი, ქვეყნის ელჩები, გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვიც. მისი თქმით, ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ.რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.ლტოლვილთა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააარსა.ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.ამ დღეს გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713817_0:324:2062:1870_1920x0_80_0_0_e17fda3f749a3e6a7b2eecd84e5af3f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი საქართველო ლტოლვილთა მსოფლიო დღე უკრაინა ანდრეი კასიანოვი
თბილისი საქართველო ლტოლვილთა მსოფლიო დღე უკრაინა ანდრეი კასიანოვი
თბილისში ლტოლვილთა მსოფლიო დღე აღნიშნეს
19:23 19.06.2022 (განახლებულია: 19:24 19.06.2022) საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის თქმით, ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის ბოტანიკურ ბაღში სოლიდარობის მარში გაიმართა, იუწყება „პირველი არხი“.
ღონისძიება საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია მსოფლიოში იმ 100 მილიონამდე ადამიანის მხარდაჭერა, რომლებიც იძულებით გადაადგილებულები არიან.
სოლიდარობის მარშს საქართველოში გაეროს ხელმძღვანელი, ქვეყნის ელჩები, გაეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვიც. მისი თქმით, ამჟამად საქართველოში 28 ათასზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობელი ვართ ქართული მხარის, საქართველოს მუნიციპალიტეტების, უკრაინელი ლტოლვილების მასპინძლობისთვის, რომელიც კვლავ გრძელდება და მათთვის ყველა საჭირო მოთხოვნილებების უზრუნველყოფისთვის, რათა თავი იგრძნონ როგორც მეორე სახლში“, - განუცხადა ჟურნალისტებს კასიანოვმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ბევრ ოჯახს მოუწია სახლ-კარის დატოვება და სამშობლოდან წასვლა. ბოლო პერიოდში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, უკრაინელები საქართველოშიც ჩამოვიდნენ.
რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 286,8 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2000 წელს დააარსა.
ყოველწლიურად 20 ივნისს, გაერო, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო (UNHCR) სამოქალაქო საზოგადოებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ღონისძიებებს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ მილიონობით ლტოლვილზე და ქვეყნების შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომლებსაც ომების, კონფლიქტების და დევნის გამო საკუთარი სახლების იძულებით დატოვება მოუხდათ.
ამ დღეს გაერო მოუწოდებს ლტოლვილების მეტი ჩართულობისკენ ჯანდაცვის, განათლების სისტემაში და სპორტში.