საქართველოში შიდა ტრანზიტის საფასური იცვლება

© Depositphotos.com / yocamonსატვირთო
სატვირთო - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
შესწორებები გააუქმებს გრძელვადიან შიდა ტრანზიტს, რომელიც 365 დღეზე ფორმდება და 450 ლარი ღირს.
თბილისი, 19 ივნისი— Sputnik. საქართველოში 2023 წლის 1 მარტიდან შიდა ტრანზიტის გაფორმებისთვის საფასური 90 ლარიდან 50 ლარამდე მცირდება, ნათქვამია „შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში, რომლებსაც პარლამენტი განიხილავს.
შიდა ტრანზიტი საბაჟო პროცედურაა, რომლის დროსაც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური საქონელი დროებითი შენახვის საწყობსა და საბაჟო საწყობებს შორის გადააქვთ საბაჟო გადასახადის გარეშე.
კანონპროექტის თანახმად, გაუქმდება არაპოპულარული გრძელვადიანი შიდა ტრანზიტი, რომელიც 365 დღეზე ფორმდება და 450 ლარი ღირს. ხოლო მოკლევადიანი შიდა ტრანზიტის საფასური შემცირდება.
მოქმედი კანონმდებლობით, შიდა ტრანზიტი 90 დღეზე ფორმდება და ყოველდღიური გადასახადი ერთ ლარს შეადგენს. შესწორებების თანახმად კი, 2023 წლის 1 მარტიდან შიდა ტრანზიტის გაფორმებისთვის დადგინდება ერთიანი საფასური 50 ლარი - ტრანზიტის ვადის მიუხედავად.
გარდა ამისა, კანონპროექტი გააუქმებს სანქციას ვადაგასული შიდა ტრანზიტის გამო (ერთი დღე – 5 ლარი), ასევე 30 ლარის ოდენობით გადასახადს დაკარგული ნომრის აღდგენისთვის.
ცვლილებები ძალაში შევა მესამე მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0