https://sputnik-georgia.com/20220619/saqartvelo-italiuri-rvinis-festivals-maspinzlobs-267612260.html
საქართველო იტალიური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
საქართველო იტალიური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც „მერანოს“ ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს.
2022-06-19T12:30+0400
2022-06-19T12:30+0400
2022-06-19T12:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ღვინო
იტალია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24541/77/245417768_0:122:1253:827_1920x0_80_0_0_224c2e0e2dd5da051719aeda6997295e.jpg
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთში, „შატო მუხრანის“ აღდგენილ სასახლეში „მერანოს“ ღვინის ფესტივალი იმართება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი, უნიკალურია არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც.საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც „მერანოს“ ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს.ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი ღვინო და გასტრონომიული პროდუქტები. წარმოდგენილია როგორც იტალიელი მეღვინეების, ასევე ადგილობრივი მარნების ღვინოები.ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია.კულინარიულ მასტერ-კლასებს სპეციალურად მოწვეული იტალიელი შეფ-მზარეული ანტონიო ტუბელი (Antonio Tubelli) ჩაატარებს.ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალი მუსიკალური ჯგუფი „მიქსტურის" გამოსვლით დაიხურება. ღონისძიებაზე დასწრება 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ასოციაცია „ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და ვაინჰანტერი. ღონისძიების პარტნიორია „შატო მუხრანი“.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24541/77/245417768_0:4:1253:944_1920x0_80_0_0_598b26d943aecadf52751135ab8b001e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო იტალია ღვინო ფესტივალი
საქართველო იტალია ღვინო ფესტივალი
საქართველო იტალიური ღვინის ფესტივალს მასპინძლობს
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც „მერანოს“ ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მცხეთა-მთიანეთში, „შატო მუხრანის“ აღდგენილ სასახლეში „მერანოს“ ღვინის ფესტივალი იმართება, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი, უნიკალურია არა მარტო ღვინის, არამედ გასტრონომიული პროდუქტების წარმოების სფეროშიც.
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც „მერანოს“ ღვინის ფესტივალს იტალიის ფარგლებს გარეთ უმასპინძლებს.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ და შეიძინონ წარმოდგენილი ღვინო და გასტრონომიული პროდუქტები. წარმოდგენილია როგორც იტალიელი მეღვინეების, ასევე ადგილობრივი მარნების ღვინოები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კულინარული მასტერკლასები, სემინარები, იტალიური და ადგილობრივი ღვინოების დეგუსტაცია.
კულინარიულ მასტერ-კლასებს სპეციალურად მოწვეული იტალიელი შეფ-მზარეული ანტონიო ტუბელი (Antonio Tubelli) ჩაატარებს.
ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყო და 19:00 საათამდე გაგრძელდება. ფესტივალი მუსიკალური ჯგუფი „მიქსტურის" გამოსვლით დაიხურება. ღონისძიებაზე დასწრება 12 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.
ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები: ასოციაცია „ქართული ღვინო”, ღვინის ეროვნული სააგენტო, მერანოს ღვინის ფესტივალი და ვაინჰანტერი. ღონისძიების პარტნიორია „შატო მუხრანი“.