სანზონაში გახრწნილი ხორცით სავსე ბინა დალუქეს: მედიაში კანიბალიზმზე საუბრობენ

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
შსს ექსპერტიზის შედეგების დალოდებისკენ მოუწოდებს და ადასტურებს, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით აღიძრა საქმე.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. პოლიციამ შაბათს თბილისში, სანზონაში მრავალბინიან კორპუსში დალუქა ბინა, სადაც დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი აღმოაჩინა. ჟურნალისტები კანიბალიზმის შესაძლო შემთხვევაზე საუბრობენ, იუწყება Новости-Грузия.
კორპუსის მობინადრეებმა „112“-ს მიმართეს გაუსაძლისი სუნის გამო, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მეოთხე სართულზე მდებარე ბინიდან იგრძნობოდა.
ადგილზე მისულ პოლიციელებს კარის შემტვრევა მოუწიათ, რადგან სახლის პატრონი მათ ბინაში არ უშვებდა. შიგნით პოლიციას დახვდა დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი, ფეკალიებით და სისხლისმაგვარი სითხით სავსე კონტეინერები. ეს ყველაფერი ექსპერტიზაზე წაიღეს - ლაბორატორიაში დაადგენენ, იყო თუ არა ეს ადამიანის ხორცი.
ბინის მფლობელი 44 წლის მოქმედი ექიმი თერაპევტია, იუწყება „ტვ პირველი“. ის მედიას არ ეკონტაქტება, ასევე უარს აცხადებენ კომენტარის გაკეთებაზე მისი ნათესავები და თანამშრომლები. ქალს პოლიციისთვის უთქვამს, რომ ხორცი გაუფუჭდა, რადგან მაცივარი არ მუშაობდა, ხოლო გახრწნილი ხორცის გადაყრა ვერ მოახერხა.
მეზობლების განცხადებით, ქალი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა და მათ თითქმის არ ეკონტაქტებოდა. მათთვის საეჭვოა ის გარემოებაც, რომ დიდი ხანი არ უნახავთ ექიმის ხანდაზმული დედა და ასევე მისი მეგობარი მამაკაცი.
მათივე განცხადებით, პოლიციას ბინაში დახვდა ასევე უკიდურესი ანტისანიტარია, ხოლო კანალიზაციის მილები გაჭედილი იყო. ბინა დაილუქა, ხოლო მისი მფლობელი დროებით თავის ძმასთან გადავიდა. მას შემდეგ მეზობლებს ის არ უნახავთ.
შსს ექსპერტიზის შედეგების დალოდებისკენ მოუწოდებს და ადასტურებს, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რომელი მუხლით აღიძრა საქმე.
საქართველოში კანიბალიზმის შემთხვევა მხოლოდ ერთხელ, ხუთი წლის წინ დაფიქსირდა. მაშინ პენსიონერი ქალის მკვლელობის გახმაურებულმა საქმემ მთელი ქვეყანა შეძრა. 76 წლის ქალის მკვლელობაში ექვსი ადამიანი ფიგურირებდა, მათ შორის მისი ნაშვილები ქალიშვილი. მაშინ შსს-მ რიტუალური მკვლელობის შესახებ განაცხადა, ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე აღიარა, რომ მოკლული ქალის გული შეჭამა.
წყარო - Новости-Грузия.
ყველა ახალი ამბავი
0