სამების ტაძარში რიგით 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

© Sputnik / Alexander Imedashviliბავშვების ნათლობა სამებაში
ბავშვების ნათლობა სამებაში - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 1.600 ბავშვი გახდა.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში დღეს რიგით 65-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 1.600 ბავშვი გახდა.
ნათლისღების ცერემონია სამების საკათედრო ტაძრის ეზოში შესრულდა. ტაძარში დღეს ილია მეორეც მივიდა და ნათლულები დალოცა.
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. გასულ წელს პატრიარქმა 500-ზე მეტი ბავშვი მონათლა – ამ დროისათვის ილია მეორეს 44 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.
საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ნათლავს ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს, რომელთა მშობლებიც ჯვარდაწერილი არიან.
მიმდინარე წლის 19 იანვარს, ნათლისღებაზე, ტრადიციული საყოველთაო ნათლობა კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა.
წყარო - „პირველი არხი“.
ყველა ახალი ამბავი
0