რომან დოლიძემ UFC-ში კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა - ვიდეო

© courtesy of Roman Dolidzeქართველი მებრძოლი რომან დოლიძე
ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
ეს UFC-ში საშუალო წონაში მოასპარეზე დოლიძის მეხუთე ბრძოლა და მეოთხე გამარჯვება იყო
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ UFC Fight Nigh-ში ამერიკელ კაილ დაუკაუსს (Kyle Daukaus) მოუგო.
ტურნირი შეერთებულ შტატებში, ქალაქ ოსტინში გვიან ღამით გაიმართა.
ბრძოლა 1 წუთს და 13 წამს გაგრძელდა - ამერიკელმა რომანის დარტყმებს ვერ გაუძლო და ბრძოლა დაუკაუსის ნოკაუტით დასრულდა.
ეს UFC-ში საშუალო წონაში მოასპარეზე დოლიძის მეხუთე ბრძოლა და მეოთხე გამარჯვება იყო (ნოკაუტით მეორედ), რაც რეიტინგში ქართველი მებრძოლის მნიშვნელოვან წინსვლას გამოიწვევს. ჯამში დოლიძეს 10 მოგება და 1 წაგება აქვს.
დოლიძეს ერთადერთი მარცხი UFC-ში გასული წლის მარტში ამერიკელ ტრევინ ჯაილსთან უფიქსირდება.
დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა. ბოლო წლებში ცხოვრობს და ვარჯიშობს ოდესაში.
ყველა ახალი ამბავი
0