https://sputnik-georgia.com/20220619/qutaissi-bavsvobis-megobrebs-soris-zveli-konfliqti-mkvlelobit-dasrulda-267619737.html
ქუთაისში ბავშვობის მეგობრებს შორის ძველი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა
ქუთაისში ბავშვობის მეგობრებს შორის ძველი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა
Sputnik საქართველო
43 წლის მამაკაცი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სამი დღის წინ მოკლეს, მკვლელობაში ბრალი მის მეზობელს ედება.
2022-06-19T18:40+0400
2022-06-19T18:40+0400
2022-06-19T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23886/05/238860510_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_b7d36759451321f2a8d30f8b9fc45372.jpg
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 ივნისს ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას მეზობელს - 43 წლის მამაკაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.როგორც მეზობლებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, მოკლული მამაკაცი შვიდი შვილის მამაა. ბრალდებული მისი ბავშვობის მეგობარი იყო.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.წყარო - შსს
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23886/05/238860510_207:0:1779:1179_1920x0_80_0_0_b53935b9e4f7e9d73d05d761c6d22ef5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ქუთაისი ბავშვობა მეგობრები კონფლიქტი მკვლელობა დაკავება
ქუთაისი ბავშვობა მეგობრები კონფლიქტი მკვლელობა დაკავება
ქუთაისში ბავშვობის მეგობრებს შორის ძველი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა
18:40 19.06.2022 (განახლებულია: 18:41 19.06.2022) 43 წლის მამაკაცი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე სამი დღის წინ მოკლეს, მკვლელობაში ბრალი მის მეზობელს ედება.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. პოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 37 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 16 ივნისს ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას მეზობელს - 43 წლის მამაკაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.
დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
როგორც მეზობლებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, მოკლული მამაკაცი შვიდი შვილის მამაა. ბრალდებული მისი ბავშვობის მეგობარი იყო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.