ქართველი წყალბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებენ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ ბაღათურია, ქართველი წყალბურთელი
მიხეილ ბაღათურია, ქართველი წყალბურთელი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მოხვდა А ჯგუფში, სადაც უნგრეთის, ბრაზილიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ისტორიაში პირველად იღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც უნგრეთში გაიმართება.
უნგრეთი საწყლოსნო სპორტის სახეობებში მე-19 მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბუდაპეშტში და ქვეყნის სხვა ქალაქებში გათამაშდება მედლები ცურვაში, სინქრონულ ცურვაში, ღია წყალში ცურვაში, წყალში ხტომაში და წყალბურთში.
სამწვრთნელო შტაბმა გამოაქვეყნა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც თავის პირველ მატჩს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე 21 ივნისს გამართავს: ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ბორის ვაპენსკი, ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.
საქართველოს ნაკრები მოხვდა А ჯგუფში, სადაც უნგრეთის, ბრაზილიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება.
21 ივნისი (სამშაბათი) - 21:30 ბრაზილია-საქართველო
23 ივნისი (ხუთშაბათი) - 21:30 საქართველო-მონტენეგრო
25 ივნისი (შაბათი) - 23:00 უნგრეთი-საქართველო
ფინალური მატჩი გაიმართება 3 ივლისს - ჩემპიონატის დახურვის დღეს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ყველა ახალი ამბავი
0