https://sputnik-georgia.com/20220619/gorsi-eklesiis-gaqurdvistvis-19-wlis-mamakaci-daakaves-267619441.html
გორში ეკლესიის გაქურდვისთვის 19 წლის მამაკაცი დააკავეს
გორში ეკლესიის გაქურდვისთვის 19 წლის მამაკაცი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებული წარსულში ნასამართლევია, ის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
2022-06-19T17:58+0400
2022-06-19T17:58+0400
2022-06-19T17:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/03/250531215_0:150:3108:1898_1920x0_80_0_0_6517b33d1667546fdfda7f028740daea.jpg
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. გორში ეკლესიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა შესაწირავის ორი ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე წაიღო სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხაც.დაკავებული ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია, ის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/03/250531215_189:0:2920:2048_1920x0_80_0_0_15da189b326ac267a44d06baa771fa0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გორი ნიკოლოზი ეკლესია გაქურდვა 19 წლის მამაკაცი დაკავება შესაწირავი
გორი ნიკოლოზი ეკლესია გაქურდვა 19 წლის მამაკაცი დაკავება შესაწირავი
გორში ეკლესიის გაქურდვისთვის 19 წლის მამაკაცი დააკავეს
17:58 19.06.2022 (განახლებულია: 17:59 19.06.2022) დაკავებული წარსულში ნასამართლევია, ის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. გორში ეკლესიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა შესაწირავის ორი ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე წაიღო სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხაც.
დაკავებული ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია, ის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.