გამოვლინდა „საბავშვო ევროვიზია-2022“-ის ქართველი მონაწილე - ვიდეო

© Pixabay / stuxმიკროფონი სცენაზე
მიკროფონი სცენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2022
გამოწერა
„საბავშვო ევროვიზია 2022“ 11 დეკემბერს ერევანში გაიმართება.
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საბავშვო ვოკალური კონკურს „რანინას“ მეხუთე სეზონის გამარჯვებული გახდა 11 წლის მარიამ ბიგვავა და, წესების მიხედვით, ის წარადგენს საქართველოს პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია 2022“ ერევანში.
ეროვნული კონკურსის ფინალი შაბათს გვიან საღამოს გაიმართა. მარიამ ბიგვავამ ფინალში შეასრულა სიმღერა „ასეთია ეს ცხოვრება“. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს მარიამი საბავშვო კონკურსის ფინალში.
შოუ „რანინას" ფინალში მარიამ ბიგვავასთან ერთად მონაწილეობდნენ ოთო ბაზერაშვილი, ვაჩე ღვინიაშვილი და ნიკოლოზ ხარატი.
ზედიზედ მეხუთე წელია, „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებლებს პროფესიონალი ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შემდეგ ირჩევს.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს. ქვეყანა „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ (2008, 2011 და 2016 წლებში) იყო. შარშან საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ „საბავშვო ევროვიზია - 2021“-ზე მეოთხე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი მალენა გავიდა.
2022 წლის საბავშვო ევროვიზია კარენ დემირჩიანის სპორტულ და საკონცერტო კომპლექსში გაიმართება. ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას რიგით მე-20 საბავშვო „ევროვიზიაზე“ ერევანში.
ყველა ახალი ამბავი
0